ავტორი:

"14 წელია ნაკრებში ვთამაშობ და ქართული რაგბის სამყაროში ასეთი რამ არ მახსენდება"

"14 წელია ნაკრებში ვთამაშობ და ქართული რაგბის სამყაროში ასეთი რამ არ მახსენდება"

გამომცემლობა "პალიტრა L"-მა, "საქართველოს რაგბის კავშირთან" თანამშრომლობით, რაგბის მოყვარულებისთვის სპეციალური პროექტი განახორციელა, რომლის ფარგლებშიც სტიკერების ალბომი მომზადდა.

სტიკერების ალბომი სპეციალურად რაგბის გულშემატკივრებისთვის შეიქმნა, რომლის დახმარებითაც ფანებს არცერთი მნიშვნელოვანი ფაქტი თუ მოვლენა არ გამორჩებათ.

ალბომში ნახავთ: ინტერაქციულ შესავსებ კალენდარს, იაპონიის ქალაქებსა და სტადიონებს, "ბორჯღალოსნების" ისტორიას, რაგბის ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების სტიკერებს.

აღნიშნული ჟურნალი დღეს, 23 აგვისტოს საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრებმა პირველად ნახეს და აღსანიშნავია, რომ ყველას ძალიან მოეწონა.

Sportall.ge-სთან კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ და გუნდის ერთ-ერთმა "უხუცესმა" გიორგი ნემსაძემ გააკეთეს.

მერაბ შარიქაძე: "პირველად ვნახე, მსგავსი რამ რაგბის შესახებ ვინმეს გაეკეთებინოს. მიმაჩნია, რომ რაგბის პოპულარიზაციის პროცესში, ამ საერთო საქმეს ძალიან გამოადგება. ვფიქრობ, ბავშვებისთვის, მოზრდილებისა და უფროსებისთვისაც კი ეს ძალიან სახალისო იქნება. ასეთი პროექტებით, რაგბი მომავალი თაობის ცნობიერს მიღმა სამყაროშიც გაიდგამს ფესვებს და ეს ძალიან სასიხარულოა.

ჩემს ბავშვობაში რომ ყოფილიყო მსგავსი ჟურნალი, აუცილებლად შევიძენდი და ვეცდებოდი, მთლიანად შემევსო".

გიორგი ნემსაძე: "როცა ეს ჟურნალი დავინახე, მაშინვე ბავშვობა გამახსენდა. იყო დრო, როცა საღეჭი რეზინების სტიკერებს, მარკებს ვაგროვებდით, კოლექციები გვქონდა და ერთმანეთს ვუცვლიდით ხოლმე. ეს ყველაფერი ძალიან სახალისო იყო და დარწმუნებული ვარ, იგივე იქნება რაგბის ამ ჟურნალთან დაკავშირებით.

მგონია, რომ მხოლოდ ბავშვები არ დაიწყებენ მის შევსებას, უფრო მოზრდილი თაობის წარმომადგენლებისთვისაც არ იქნება ურიგო. ეს გულშემატკივრობის პროცესს უფრო მხიარულს გახდის, შეეჯიბრებიან ადამიანები ერთმანეთს და საერთო ჯამში, რაგბის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციაში დაგვეხმარება.

14 წელია ნაკრებში ვთამაშობ და ქართული რაგბის სამყაროში ასეთი რამ არ მახსენდება. წაიკითხეთ ვრცლად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი