ავტორი:

ნანგრევებიდან 8 ცხედარი ამოიყვანეს - უკრაინაში საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, გაზი აფეთქდა

ნანგრევებიდან 8 ცხედარი ამოიყვანეს - უკრაინაში საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, გაზი აფეთქდა

უკრაინაში, ლვოვის ოლქის ქალაქ დროგობიჩში გუშინ დანგრეული სახლის ნანგრევებიდან 8 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ერთ-ერთი დაღუპული ბავშვია. გადარჩენილია 7 ადამიანი, რომელთა შორის ხუთი ბავშვია. ნაწილობრივ დანგრეული სახლის ყველა მცხოვრები ევაკუირებულია. სამაშველო სამუშაოები ყველა დაკარგულის პოვნამდე გაგრძელდება.

სახლის ნაწილის ჩამონგრევის გამო სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ორი პირია დაკავებული. მათ მიმართ სამი სხვადასხვა მუხლით გამოძიება მიმდინარეობს, რაც 5-დან 12 წლამდე სასჯელს ითვალისწინებს.

დროგობიჩში 29 და 30 აგვისტო გლოვის დღეებია. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში ყველა სახლის აუდიტის ჩატარება იქნება საჭირო.

დროგობიჩში ოთხსართულიანი სახლის ერთი სადარბაზო 27-დან 28 აგვისტომდე ღამით ჩამოინგრა. თავიდან მიზეზად გაზის აფეთქება დასახელდა, თუმცა სახლის გარშემო მთელი ზონის შემოწმების შემდეგ სხვა ვერსიაც გაჩნდა.

ამ ინფორმაციას სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"