ავტორი:

"მწერს, მიშველეო... არ მინდა შვილი მომიკლან" - 25 წლის პატიმრის დედა დახმარებას ითხოვს

"მწერს, მიშველეო... არ მინდა შვილი მომიკლან" - 25 წლის პატიმრის დედა დახმარებას ითხოვს

25 წლის პატიმრის, ნიკა ლოგუას დედა დახმარებას ითხოვს. ზუგდიდში მცხოვრები ნესტან ცირდავას თქმით, მისი შვილი, რომელიც ორი წელია ბათუმის #3 დაწესებულებაში სასჯელს იხდის, ცუდ პირობებშია. როგორც ცირდავა ამბობს, ამის შესახებ შვილის მიერ დღეს გამოგზავნილი წერილიდან შეიტყო.

„თავდაპირველად ქუთაისში იყო, მერე გადაიყვანეს ბათუმის ნომერ მესამე დაწესებულებაში. ორი წელია რაც ბათუმშია. მოუთხოვია სახალხო დამცველთან შეხვედრა და მას მერე დაიწყო ზეწოლა. არ მისცეს საჭმელი და მიიყენა თვითდაზიანება. მე არ მაძლევენ უფლებას, რომ ვნახო ჩემი შვილი. მწერს, მიშველეო. შველას ვითხოვ, არ მინდა შვილი მომიკლან. მიხედონ, თუ სამკურნალოა უმკურნალონ“, - ამბობს ცირდავა.

როგორც ცირდავა ამბობს, დახმარების თხოვნით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ზუგდიდის რეგიონალური ოფისსაც მიმართა. ინფორმაცია მიაწოდა ასვე შვილის ადვოკატს, იოსებ ჯანაშიასაც.

იოსებ ჯანაშიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ პატიმრის წერილს გაეცნო და მის სანახავად ბათუმში ჩასვლას ორშაბათს გეგმავს.

მისივე ინფორმაციით, ნიკა ლოგუა 2016 წელს ზუგდიდში, სუპერმარკეტის გაქურდვის მცდელობისთვის დააკავეს და ექვსი წელი მიესაჯა, გამომდინარე იქიდან, რომ ადრე ნასამართლევი იყო.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ