ავტორი:

როგორ უნდა მოიქცეთ 2019 წლის შემოდგომას, თუ რადიკალური ცვლილებებისთვის ხართ მზად

როგორ უნდა მოიქცეთ 2019 წლის შემოდგომას, თუ რადიკალური ცვლილებებისთვის ხართ მზად

დღეს შემოდგომის პირველი დღეა, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში ახალ ტემპს შემოიტანს. გაინტერესებთ, როგორ უნდა გამოიწვიოთ რეალური ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში? მაშინ, გთავაზობთ რჩევებს:

ვერძი

1. ჩამოწერეთ გეგმა, შეადგინეთ სურვილების რუკა.

2. გათავისუფლდით ყველაფერი იმისგან, რაც განვითარებაში და წარმატების მიღწევაში გიშლით ხელს.

3. ცუდ განწყობასთან საბრძოლველად გამოიყენეთ იუმორი - მეგობრები ან კომედიური გადაცემები, ფილმები.

4. დაფიქრდით, იქნებ რამის სწავლა გიდოდათ? შემოდგომა საუკეთესო პერიოდია ამისთვის.

5. თამამად განახორციელეთ იდეები, ვარსკვლავები წარმატებას გპირდებიან.

კურო

1. დატკბით ცხოვრებით. ნაკლები იფიქრეთ სამსახურზე და სირთულეებზე.

2. შემოდგომის დევიზია: "მოძრაობა - ცხოვრებაა". იყავით აქტიური და ენერგიული.

3. გამოძებნეთ ჰობი, რომელიც თვითგამოხატვაში დაგეხმარებათ, პრობლემებს დაგავიწყებთ და განწყობას გაგიუმჯობესებთ.

4. გაიჩინეთ ახალი მეგობრები.

5. გაახალისეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. თუ დიდი ხნის დაქორწინებულები ხართ მით უმეტეს. მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს რომანტიკული სიურპრიზები.

ტყუპი

1. ყოველდღე გაახარეთ საკუთარი თავი. ეს შეიძლება იყოს იოგა, გემრიელი ნამცხვარი ან შუადღის ძილი.

2. მოიწესიგეთ აზრები. თქვენი განცდები ფურცელზე ჩამოწერეთ და მიხვდებით რა გიშლით ხელს განვითარებაში, როგორ უნდა იმოქმედოთ სწორად.

3. აუცილებლად იმოგზაურეთ. ბუნება გაგაძლიერებთ.

4. დაიწყეთ უცხო ენის შესწავლა ან კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ჩაეწერეთ.

5. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, იმუნიტეტის ამაღლებას.

კირჩხიბი

1. აუცილებლად გამონახეთ დრო, რომ წაიკითხოთ ახალი წიგნი.

2. თუ საცხოვრებელი მისამართის შეცვლა გსურთ, ვარსკვლავები დაგეხმარებიან.

3. გაიჩინეთ თევზები აკვარიუმში. ეს დაგიბალანსებთ ენერგეტიკას და ტონუსს აგიმაღლებთ.

4. მეტი დრო დაუთმეთ ახლობლებს. მოაწყვეთ ოჯახური პიკნიკები.

5. შემოქმედება განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ.

ლომი

1. მოერიდეთ თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებთან კონტაქტს.

2. ხვალისთვის არ გადადოთ ის, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ.

3. ყოველ დილით ჩამოწერეთ დღის რეჟიმი, რაც ძალების დაზოგვაში დაგეხმარებათ და მეტ შედეგს მოგიტანთ.

4. იმოგზაურეთ, დაისვნეთ, ბუნებაში ყოფნით თავს ბედნიერად იგრძნობთ.

5. ზაფხულში იმაზე მეტად გაგიმართლებთ, ვიდრე გგონიათ, იყავით ბედის მადლიერი.

ქალწული

1. გაემგზავრეთ ენერგეტიკულად ძლიერ ადგილებში, სადაც დაისვენებთ, ძალებს აღიდგენთ და საკუთარ თავში გაერკვევით.

2. დასვენების დროს მაინც ნუ იფიქრებთ სამსხაურზე. ისწავლეთ "გადართვა".

3. წარმატებისკენ მიმავალს უნდა გახსოვდეთ, რომ ცხოვრებისეული სიამოვნებებიც არსებობს და უნდა დატკბეთ მათით.

4. ჯანსაღი კვება, ვარჯიში კარგია, მაგრამ იქნებ ხანდახან ახალი ნივთებითაც გაამდიდროთ გარდერობი, რაც კიდევ უფრო მოხდენილ და წარმატებულ ადამიანად გაგრძნობინებთ თავს.

5. მოერიდეთ ზედმეტ კრიტიკას, თუ არ გუსრთ, მარტო დარჩეთ.

სასწორი

1. ნეგატივისგან გათავისუფლებაში კარგი მუსიკა, ბუნებაში ყოფნა და მედიტაცია დაგეხმარებათ.

2. ოქტომბერში რთული საკითხების მოსაგვარებლად, ახლობლების დახმარება დაგჭირდებათ.

3. საღამოს სეირნობა განწყობასაც გაგიუმჯობესბთ და ტკბილ ძილსაც მოგგვრით.

4. მეტი შთაბეჭდილებებისთვის შვებულება ეგზოტიკურ ქვეყანაში გაატარეთ, თუ აწი აპირებთ შვებულების აღებას.

5. ჩაატარეთ რევიზია და გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან.

მორიელი

1. ეცადეთ, არ დაარღვიოთ სიტყვა და აასრულოთ დაპირებები.

2. იკვებეთ სწორად. გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით, არ დაგავიწყდეთ წყლის სმა. ეს განწყობასაც გაგიუმჯობესებთ და ჯანმრთელობასაც.

3. სწორად გათვალეთ დრო და საკუთარი ძალები. ნუ დახარჯავთ ენერგიას ტყუილად.

4. ჩამოწერეთ სურვილების სია ან შეადგინეთ სურვილების რუკა, რათა შემოდგომის ბოლოს მიხვდეთ, რამდენი რამე აგისრულდათ.

5. მარტოხელა მორიელების ცხოვრებაში ახალი სიყვარული გამოჩნდება, რომელიც ცხოვრებას რომანტიკულად უქცევს.

წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს