ავტორი:

"ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს - რას განიხილავენ მმართველი გუნდის ლიდერები

"ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს - რას განიხილავენ მმართველი გუნდის ლიდერები

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. უმრავლესობის სხდომას პარტიის სხვა თანამდებობის პირები და მმართველი პარტიის ლიდერები ესწრებიან. მათ შორის, სხდომაზე იმყოფება პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

როგორც უმრავლესობის წევრებმა სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადეს, დღევანდელ სხდომაზე საშემოდგომო სესიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა მოხდება.

რაც შეეხება მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს, დეპუტატ გიორგი კახიანის თქმით, შესაძლოა, დღეს სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხიც იქნას განხილული.

“მეტი დეტალი იმ საკითხებზე, რაზეც საუბრობთ, თქვენთვის ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი. ბუნებრივია, გარკვეული ინფორმაცია რომც მქონდეს, ახლა ვერაფერს გეტყვით. შესაძლოა განხილული იქნას, მათ შორის სამთავრობი ცვლილებები“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კახიანმა.

სავარაუდოდ, დღეს გაირკვევა, სექტემბერში მოქმედი პრემიერ-მინისტრი მივა პარლამენტში საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით თუ პარლამენტის დღის წესრიგში ახალი შემადგენლობის მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."