ავტორი:

„ფსალმუნნის“ შეძენა სპეციალურ ფასად 8 სექტემბრამდეა შესაძლებელი

„ფსალმუნნის“ შეძენა სპეციალურ ფასად 8 სექტემბრამდეა შესაძლებელი

„ფსალმუნნის“ შეძენა მკითხველს სპეციალურ ფასად, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, 8 სექტემბრამდე შეეძლება.

როგორც გამომცემლობა „პალიტრა L”-ში განმარტავენ, მომხმარებლის მხრიდან, „ფსალმუნნის“ გამოცემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სწორედ ამიტომ, მისი შეძენა სპეციალურ ფასად, ერთი კვირის ნაცვლად, 2 კვირის განმავლობაშია შესაძლებელი.

„ეს გამოცემა შედგენილია წესისამებრ, ტრადიციული ფსალმუნის ენით. არის მცირე დეტალები, რომელთა გათვალისწინება კომფორტულს გახდის ჩვენ მიერ გამოცემული „ფსალმუნების“ კითხვას: ყოველ კანონში წასაკითხი „დიდება“ განსხვავებული ზომისა და ფერის შრიფტით არის გამოყოფილი. „დიდების“ ადგილას წასაკითხი ლოცვა მკვეთრად არის გამოყოფილი და ადვილად მისაგნებია ყველასთვის. როდესაც ფსალმუნებს მიცვალებულთა სულის საოხად კითხულობენ, „დიდების“ ადგილას იკითხება მცირე ლოცვა მიცვალებულთათვის: „მოიხსენე, ქრისტე ღმერთო“. დამწყებ მლოცველებს ყოველთვის უჭირთ ხოლმე ამ ლოცვის პოვნა წიგნში, სწორედ ამიტომ, ისიც ცალკე გამოვყავით და შესაბამისი გვერდიც მივუთითეთ,“ - განმარტავენ გამომცემლობაში.

რაც შეეხება ფსალმუნების შეფუთვასა და დიზაინს, ის არის მაღალხარისხიანი ტყავის ელვაშესაკრავიანი გარეკანით, რათა ტარებისას არ გაიცვითოს. ასევე მაღალი ხარისხისაა პოლიგრაფია და ქაღალდი, ფურცლები ოქროსარშიიანია.

„ფსალმუნნის“ გამოცემას სიხარულით ხვდებიან როგორც სასულიერო პირები, ისე მათი მრევლი.

„ფსალმუნნი“ სპეციალურად მარიამობის დღესასწაულისთვის გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოიცა და მის შეძენას მკითხველი სპეციალურ ფასად - 13 ლარად შეძლებს.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს