ავტორი:

ეწინააღმდეგება თუ არა შს მინისტრის პოსტზე ღარიბაშვილის დანიშვნას კახა კალაძე - მერის კომენტარი

ეწინააღმდეგება თუ არა შს მინისტრის პოსტზე ღარიბაშვილის დანიშვნას კახა კალაძე - მერის კომენტარი

ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, შეესაბამება თუ არა სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნას კახა კალაძე ეწინააღმდეგება.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პირიქით, ის, როგორც პარტიის გენერალური მდივანი, ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის მომხრეა. თუმცა, მისივე განმარტებით, ვინ იქნება მინისტრთა კაბინეტში, ამას პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი გადაწყვეტს.

„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე. არ ვიცი საიდან მოიტანეს და მოიგონეს ეს აბსურდი და სისულელე, მე ასე დავარქმევდი. პირველი, რაც მინდა ვთქვა, ირაკლი არის ჩემი მეგობარი, წლების განმავლობაში ვმეგობრობთ. მეორე, რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, გუშინ საერთოდ არ ყოფილა საუბარი თუ ვინ იქნებოდა მინისტრობის კანდიდატები. საერთოდ, განხილულიც არ ყოფილა. ამიტომ მიკვირს, საიდან მოიტანეს ეს სისულელე. მესამე და ასევე მნიშვნელოვანი - მინისტრების კანდიდატებს, თუ ვინ იქნება მინისტრთა კაბინეტში ამაზე გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს. მე თუ მეკითხებით, როგორც გენერალურ მდივანს, მივესალმებოდი ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობას, მგონია, რომ ის იქნება ძალიან ძლიერი შინაგან საქმეთა მინისტრი. დანაჩენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გადასაწყვეტია“, - განაცხადა კალაძემ.

მერი პრემიერის თანამდებობიდან წასვლის შესახებ მამუკა ბახტაძის განცხადებასაც გამოეხმაურა. მან ყოფილ პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის. კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ბახტაძის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში განხორციელებული ორი რეფორმა გამოყო.

„ჩვენი საერთაშორისო მეგობარი პოლიტიკოსები, ქვეყნის ხელმძღვანელები ძალიან აქტიურად იყენებენ „ტვიტერს“, „ინსტაგრამს“, „ფეისბუქს“. რატომაც არა?! რატომ არ უნდა გამოვიყენოთ, რა არის ამაში ცუდი?

მინდა მამუკა ბახტაძეს მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რაც მან ამ ხნის განმავლობაში გააკეთა. მისი პრემიერ-მინისტრობიდან მე გამოვყოფდი ვალების ჩამოწერის პროექტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მან ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის პერიოდში გააკეთა ამაზე განცხადება და შემდეგ უკვე უშუალოდ განახორციელა ეს პროექტი, რომლის წყალობითაც ძალიან ბევრ ადამიანს შესაძლებლობა მიეცა, ახლიდან დაეწყო ცხოვრება. კიდევ გამოვყოფდი განათლების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმას. რაც დღეს ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს და წინსვლას ყველაზე მეტად სჭირდება, ეს არის განათლებული და ნასწავლი თაობები, რომ შემდეგ ამ ახალგაზრდების განათლება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის გამოვიყენოთ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები