ავტორი:

ბათუმის  შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის მეორე დღე იტალიელ შემსრულებლებს დაეთმო

ბათუმის  შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის მეორე დღე იტალიელ შემსრულებლებს დაეთმო

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის მეორე დღე, ბათუმის დრამატულ თეატრში, ახალგაზრდა ვირტუოზ პიანისტ ალექსანდრე გაჯიევს და ცნობილ იტალიელ ფლეიტისტ ლუიზა სელოს დაეთმო.

ფესტივალის ორკესტრს დირიჟორი დავით მუქერია ხელმძღვანელობდა.

კონცერტზე ვაჟა აზარაშვილის, ანტონიო ვივალდის, კარლ ფილიპ ემანუელ ბახისა და დიმიტრი შოსტაკოვიჩის ნაწარმოებები შესრულდა.

იუნესკოს მშვიდობის არტისტის, ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის მიერ დაფუძნებული - ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი წელს მეშვიდედ იმართება.

ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ბათუმს ცნობილი შემსრულებლები ეწვივნენ.

ხვალ, ფესტივალის მესამე დღეს ახალგაზრდა ქართველი პიანისტის დავით ალადაშვილის კონცერტი გაიმართება. ბათუმის ფესტივალის ორკესტრს კი ცნობილი იტალიელი მაესტრო ჯანკარლო დე ლორენცო უხელმძღვანელებს.

ფესტივალი 1 სექტემბერს გაიხსნა და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება