ავტორი:

"ეს აღარაა კანონიერი ხელისუფლება" - სააკაშვილი საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებებს ეხმაურება

"ეს აღარაა კანონიერი ხელისუფლება" - სააკაშვილი საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებებს ეხმაურება

ბიძინა ივანიშვილის ბოლო ნაბიჯები მის ხელისუფლებას ლეგიტიმურობას მთლიანად აცლის, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთვარობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს.

მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს არსებული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი - მოქმედება და არდანებებაა.

„ივანიშვილის ბოლო ნაბიჯები მთლიანად აცლის მის ხელისუფლებას ლეგიტიმურობას. ეს აღარაა კანონიერი ხელისუფლება, არამედ არის მოძალადე უზურპატორის რეჟიმი. ხოლო მოძალადე უზურპატორის წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედებები მორალის ფარგლებში, გამართლებულია ისტორიულად, სამართლებრივად, ზნეობრივად. საქმე ეხება ქვეყნის ყოფნა-არყოფნას. ერთადერთი, რისი უფლებაც არ გვაქვს, არის უმოქმედობა და დანებება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

კახა კალაძე ე.წ. ზეემკას დასახლებაში ნახევრად დაგებულ გზაზე - ადამიანების ჯგუფმა დახაზვითი სამუშაოები ჩაატარა, რომ გამოეყვანათ, როგორი უნიათოა მერია

"შემთხვევით აღმოვჩნდი იქ" - ირაკლი შოთაძე ადასტურებს, რომ ხაზარაძეს, ჩხარტიშვილსა და ივანიშვილს შორის გამართულ შეხვედრას ესწრებოდა

"ბავშვები არ შიმშილობენ... თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი ოპოზიციამ აშიმშილა" - "ოცნების" დეპუტატი