ავტორი:

2018 წლის ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი ჩინოვნიკი შს მინისტრის პოსტზე - რა ქონებას ფლობს ვახტანგ გომელაური

2018 წლის ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი ჩინოვნიკი შს მინისტრის პოსტზე - რა ქონებას ფლობს ვახტანგ გომელაური

დაანონსებული სამთავრობო ცვლილებების შედეგად, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური დაიკავებს. მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გაკეთდა.

შეგახსენებთ, რომ დღემდე გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობს. მანამდე ის შს მინისტრის პოსტსაც იკავებდა. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა რა ქონებას ფლობს და როგორია გომელაურის ფინანსური მდგომარეობა.

2019 წლის 19 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გომელაურის სახელზე უძრავ-მოძრავი ქონება არ არის რეგისტრირებული. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში 12 207,16 ლარი; 7 185,31 დოლარი და 3 000 ევრო; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი, 32 500 ლარი ჰქონდა.

მისმა შემოსავალმა, სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე 2018 წლის განმავლობაში 100 569,6 ლარი შეადგინა. რაც შეეხება მის წლიურ გასავალს, სესხის მომსახურებაზე 12 864,16 დოლარის; ხოლო აგარაკის მოსაწყობად - 16 000 ლარის გასავალი ჰქონდა. წაიკითხეთ სრულად

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები