ავტორი:

წლის მათავარი ტექნოლოგიური ფესტივალი ბრუნდება

წლის მათავარი ტექნოლოგიური ფესტივალი ბრუნდება

GDG-ის ყოველწლიური დეველოპერების ფესტივალი Devfest თბილისი 8 სექტემბერს ტექნოპარკში ჩატარდება. დევფესტი თბილისის Google-ის ტექნოლოგიების ჯგუფის (GDG თბილისი) ორგანიზებით, კომპანია Google-თან და Fintech.ge-სთან პარტნიორობით გაიმართება.

ერთი დღის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ექნებათ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, დაესწრონ სემინარებს, პრაქტიკულ CodeLab-ებს, ჩაერთონ დისკუსიებში ან უბრალოდ სასიამოვნოდ გაატარონ დრო.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 10-ზე მეტი უცხოელი და ქართველი გამომსვლელი, მათ შორის ისეთი კომპანიებიდან როგორიცაა Google, ADOBE და სხვა.

ერთდღიანი დევფესტი განკუთვნილია დეველოპერებისთვის, დიზაინერების, ციფრული პროდუქტის მენეჯერებისთვის, მათთვის ვისაც აინტერესებს ტექნოლოგიები.

ღონისძიებაზე დასწრება უფასოა, მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე: http://bit.ly/DevFestTbilisi2019

სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური.

DevFest ანუ დეველოპერული ფესტივალი Google-ის დეველოპერების ჯგუფების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შემოდგომის პერიოდში იმართება და ათასობით ადამიანს აერთიანებს. სადაც განიხილება ისეთ ტექნოლოგიები როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, ანდროიდი, ქლაუდ ტექნოლოგიები, UI/UX დიზაინი, გაფართოებული და ვირტუალური რეალობა და სხვა.

დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით, დევფესტ თბილისის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, ლიკა მოშიაშვილი - Likamoshiashvili@gmail.com, 577520952

ინფორმაცია Google Developers Group-ის თბილისის შესახებ

GDG თბილისი, 2012 წლის იანვარში დაარსდა. მისი ვირტუალი ჯგუფი 1000-ზე მეტ ქართველ დეველოპერს აერთიანებს. ღონისძიებებზე დამსწრეთა საშუალო აქტივობა კი საშუალოდ 600 ადამიანია. 2 წლის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებებისა და აქტიურობის შედეგად, თბილისის ჯგუფი მსოფლიოს 300–ზე მეტ ჯგუფს შორის, ათეულში და ხუთეულშიც კი მოხვდა.

GDG თბილისის ფარგლებში ხდება ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა, Google-ის თანამშრომლებთან პირდაპირი კავშირების დამყარება, უახლესი ტენდენციებისა და ტექნოლოგიების განხილვა, ახალგაზრდა პროგრამისტების მიერ აპლიკიებზე მუშაობის წახალისება და სხვა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი