ავტორი:

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტი საიუბილეო დაჯილდოების ყოველწლიურ  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტი საიუბილეო დაჯილდოების ყოველწლიურ  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტი იწვევს სასტუმროებს, საოჯახო სასტუმროებს, რანჩოებს, ფერმებს, ტრადიციული რეწვის ოსტატებს და მუზეუმებს, რესტორნებს, ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და მაღაზიებს, მცირე და საოჯახო ღვინის მარნებს, ავიაკომპანიებს, ნიშური ტურიზმის წარმომადგენლებს, ტურისტულ სააგენტოებს, ტურ ოპერატორებსა და ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მოღვაწე სხვა კომპანიებს 2019 წლის საიუბილეო დაჯილდოების ყოველწლიურ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსში მონაწილეობა ღიაა ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მომუშავე კომპანიისათვის, საქართველოს ყველა რეგიონიდან. ერთ კომპანიას შეუძლია დარეგისტრირდეს, მაქსიმუმ, ორ ნომინაციაში, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება მისი საქმიანობის სფეროს. თითოეული ნომინანტი საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის მიხედვით ფასდება დაჯილდოების დამოუკიდებელი ჟიურის მიერ, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმისა და მომსახურების სფეროს პროფესიონალებისგან შედგება. შესაფასებელი კატეგორიები თითოეულ ჟიურის წევრს განაწილებული აქვს თავისი პროფესიული საქმიანობის მიხედვით. პროექტის გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის გარანტად კი უკვე მეხუთე წელია ჟიურის შეფასებას ინდივიდუალურად ყველა ნომინანტისთვის ითვლის და აჯამებს პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორი „ბიდიო საქართველო“ , ავლენს ფინალისტებს და გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში, რომელთა ვინაობაც ცნობილი გახდება Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე ოფიციალურ საიუბილეო ცერემონიაზე დეკემბერში.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

შეარჩიეთ თქვენითვის შესაფერისი ნომინაცია, დარეგისტრირდით, მიიღეთ მონაწილეობა და დასახელდით საუკეთესოდ თქვენს სფეროში!

ნომინაციები 2019:

1. საუკეთესო ზღვისპირა სასტუმრო

2. საუკეთესო კონცეფტუალური სასტუმრო

3. საუკეთესო სათხილამურო კურორტი

4. საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი სასტუმრო

5. საუკეთესო სტანდარტული ტიპის სასტუმრო

6. საუკეთესო პრემიუმ სასტუმრო

7. საუკეთესო “4 სეზონი”-ს სასტუმრო მთაში

8. საუკეთესო ფესტივალი ან ღონისძიება

9. საუკეთესო ავიაკომპანია

10. საუკეთესო "MICE" ტურიზმი

11. საუკეთესო ღვინის ტურიზმი

12. საუკეთესო ქართული ტრადიციული რესტორანი

13. საუკეთესო საერთაშორისო სასტუმროების ქსელი

14. საუკეთესო კონცეფტუალური კაფე/რესტორანი

15. საუკეთესო სათავგადასავლო ტურიზმი

16. საუკეთესო ტურ-ოპერატორი

17. საუკეთესო სოფლის ტურიზმი

18. წლის ყველაზე სწრაფად მზრდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესში - საქართველოს ბანკის სპეციალური ნომინაცია;

19. მევქმნი - ყველაზე წარმატებული ქართული ბრენდი ტურიზმის ინდუსტრიაში - საქართველოს ბანკის სპეციალური ნომინაცია;

20. საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში - საქართველოს ბანკის სპეციალური ნომინაცია;

21. საუკეთესო ნიშური ტურიზმი

22. საუკეთესო მცირე მეღვინეობა

23. H2OTEL WATER SAVING Award

24. საუკეთესო პასუხისმგებლიანი ტურიზმი

25. საუკეთესო ტრადიციული რეწვა

26. სპეციალური პრემია: Khetsuriani Trophy

თანაორგანიზატორები: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს ბანკი. პროექტს მხარს უჭერენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, თბილისის მერია და საპარტნიორო ფონდი, პროექტის დამოუკიდებელი აუდიტი - ”BDO საქართველოში”, პროექტის გენერალური სპონსორი - ალიანს ჯგუფი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება