ავტორი:

"ტრამპი უმცროს ქალიშვილთან ფოტოს არ იღებს, ფიქრობს, რომ ის მსუქანია" - პრეზიდენტის ასისტენტი ზედმეტი ლაპარაკისთვის გაათავისუფლეს

"ტრამპი უმცროს ქალიშვილთან ფოტოს არ იღებს, ფიქრობს, რომ ის მსუქანია" - პრეზიდენტის ასისტენტი ზედმეტი ლაპარაკისთვის გაათავისუფლეს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირადი ასისტენტი, მედლინ ვესტერჰაუტი სამსახურიდან გაათავისუფლა - მიზეზი, სავარაუდოდ, ტრამპის ოჯახის შესახებ საუბარი გახდა.

Politico-ს ინფორმაციით, რეპორტიორებთან გამართულ ვახშამზე ვესტერჰაუტმა პრეზიდენტისა და მისი ქალიშვილის, ტიფანის ურთიერთობაზე ისაუბრა. მისი თქმით, დონალდ ტრამპს არ უყვარს უმცროს ქალიშვილთან ერთად სურათის გადაღება, რადგან ტიფანის ჭარბწონიანად მიიჩნევს.

მედლინ ვესტერჰაუტი

პრეზიდენტმა პირადი ასისტენტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა - მისი თქმით, ვესტერჰაუტმა დაურეკა და ანერვიულებულმა უთხრა, რომ რამდენიმე ჭიქა ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული და არაფორმალურ შეხვედრაზე რეპორტიორებთან მის შვილებზე ისაუბრა.

„გუშინ დამირეკა და ბოდიში მომიხადა. მისი სრულებით მესმის და ვპატიობ. ტიფანი ძალიან მიყვარს,“ - დაწერა ტრამპმა მოგვიანებით „ტვიტერზე“.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე