ავტორი:

ქორწილის ორგანიზება მარტივდება - რა არის wedder.ge და როგორ ეხმარება ის ადამიანებს ქორწილის დაგეგმვაში

ქორწილის ორგანიზება მარტივდება - რა არის wedder.ge და როგორ ეხმარება ის ადამიანებს ქორწილის დაგეგმვაში

ქართულ ბაზარზე გამოჩნდა ახალი კომპანია wedder.ge - ონლაინ სივრცე, სადაც თავმოყრილია ყველა სერვისი და კომპანია, რომელიც ქორწილის ორგანიზებისთვის არის საჭირო. ზოგადად, უკანასკნელ წლებში ქორწილების ორგანიზება სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი მომსახურება ხდება. თავად ცერემონიალი მაქსიმალურად მრავალფეროვანი და სხვადასხვა კუთხით დატვირთული გახდა. სწორედ ამიტომ გაიზარდა მოთხოვნა საქორწილო წვეულებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სერვისზეც.

საბოლოოდ, ცერემონიალისთვის ძალიან ბევრი დეტალის წინასწარ დაგეგმვაა საჭირო, რაც საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. სწორედ ამ პროცესის გასამარტივებლად შეიქმნა ვებგვერდი Wedder.ge, სადაც უამრავი დეტალის ერთ სივრცეში მოგვარება და დაგეგმვაა შესაძლებელი. ვებპორტალზე წარმოდგენილია ასეულობით კომპანია და მომხმარებელს საკუთარი ინტერესების შესაბამისად მისთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა შეუძლია.

Wedder.ge სივრცეა, რომლის საშუალებითაც ქორწილის დაგეგმვა შინიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი. ონლაინ კატალოგში შეგიძლიათ შეარჩიოთ ლოკაცია, დეკორაცია, საქორწილო სამოსი და ფეხსაცმელი, ბეჭდები, სამკაული, თაიგული, სილამაზის სალონი, მოსაწვევები; იპოვოთ საუკეთესო ფოტო და ვიდეოგრაფი. შეუკვეთოთ სასურველი ტორტი, ღვინო და შეარჩიოთ სამოგზაურო პაკეტი, ტურ-ოპერატორებისთვის განკუთვნილ არეალში. შეადაროთ ფასები და დაგეგმოთ ბიუჯეტი. პროექტის მთავარი მიზანია, რომ წინასაქორწილო სამზადისი კიდევ უფრო სასიამოვნო პროცესად ვუქციოთ წყვილს თუ ორგანიზებაში ჩართულ სხვა ადამიანებს. ” - განმარტავს პროექტის ხელმძღვანელი, ანი სირბილაძე.

საიტზე წარმოდგენილი კომპანიების რიცხვი მუდმივად მზარდია, რადგან პარტნიორებისთვის სწორედ ეს არის იმ ზუსტ სამიზნე აუდიტორიამდე ინფორმაციის მიწოდების საშუალება, რომლებიც საბოლოოდ მათი მომხმარებლები უნდა გახდნენ.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი