ავტორი:

ახალი მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით, «ვიჯი ტექნო» სრულ ასორტიმენტზე სამდღიან ფასდაკლებას აცხადებს

ახალი მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით, «ვიჯი ტექნო» სრულ ასორტიმენტზე სამდღიან ფასდაკლებას აცხადებს

«ვიჯი ტექნო»-ს ერთგულ და პოტენციურ მომხმარებლებს მისი პროდუქციის შეძენა 5 სექტემბრიდან ახალ მისამართზე - კედიას 10 ნომერში (ყოფილი კახოვკის ტერიტორია) შეეძლებათ.

ახალ მაღაზიაში მომხმარებელი «ვიჯი ტექნოს» უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ფართო ასორტიმენტს 5, 6 და 7 სექტემბერს 10%-იანი ფასდაკლებით შეიძენს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ აქცია ახალი მაღაზიის გახსნას უკავშირდება.

დღეს, აგროსფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით, «ვიჯი ტექნო» ერთ-ერთი საუკეთესოა. კომპანიის მეშვეობით, კავკასიის რეგიონს ბოლო თაობის აგროტექნოლოგიებთან აქვს წვდომა.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, მათთვის საამაყოა, რომ შეუძლიათ, აღმოაჩინონ და გადაჭრან ნებისმიერი პრობლემა, უზრუნველყონ საჭირო მასალის იმპორტი თუ დამზადება და საჭიროების შემთხვევაში, დაპროექტებაც. ყველა ეს სერვისი კი, როგორც წესი, ერთ სივრცეში იშვიათად არის-ხოლმე თავმოყრილი.

10-წლიანი ისტორიის მანძილზე, «ვიჯი ტექნო» თბილისში აწარმოებს პოლიეთილენის მილებს, რომელიც მეზობელ ქვეყნებში ექსპორტზეც გადის და როგორც კომპანიისთვის, ისე ქვეყნისთვის ეკონომიკური სარგებელი მოაქვს.

„ჩვენ მიერ შესრულებული ყოველი პროექტი მორგებულია ფერმერის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე. მასალების მიწოდება და პროექტის შესრულება ხდება უმოკლეს ვადებში, რაც ჩვენი ფართო მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ჩვენი სპეციალისტების პროფესიონალიზმით მიიღწევა”, - განმარტავენ კომპანიაში.

იმისათვის, რომ პროდუქციის მაღალ ხარისხში დავრწმუნდეთ, მნიშვნელოვანია, გადავამოწმოთ, ვინ არიან მისი პარტნიორები. თუ «ვიჯი ტექნოს» რეინბორდის შესაძენად მიმართავთ, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ, რადგან კომპანიას პროდუქციით «რეინ ბორდი» ამარაგებს. ასევე, ფიტინგებსა და წვეთოვნებს - კომპანია «გეპეა» და «სერ დრიპი“ აწვდის», ფილტრებს - კომპანია «კალიონი», ტუმბოებს - კომპანია «დომაკი» და «ოზშეფაკი», პოლიეთილენის ყუთებს კი «აი პლასტი»

ყველა მათგანი აგროსფეროში დასაქმებულთათვის სანდოობისა და ხარისხის გარანტს წარმოადგენს, სამი დღის განმავლობაში კი მათი პროდუქციის შეძენა მხოლოდ ახალი მაღაზიის სტუმრებისათვის 10-%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი