ავტორი:

შსს ქმნის მობილურ აპლიკაციას, რომლითაც მოქალაქეები პატრულს საგზაო დარღვევებზე ინფორმაციას მიაწოდებენ

შსს ქმნის მობილურ აპლიკაციას, რომლითაც მოქალაქეები პატრულს საგზაო დარღვევებზე ინფორმაციას მიაწოდებენ

შსს საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

როგორც გომელაურმა განაცხადა, საგზაო მოძრაობის წესების ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით, მობილური აპლიკაციის შექმნა იგეგმება, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, დააფიქსიროს და მიაწოდოს საპატრულო პოლიციას მის მიერ გამოვლენილი საგზაო მოძრაობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტები.

„საპატრულო პოლიციის შემდგომი განვითარება ჩვენთვის პრიორიტეტულია. ამასთანავე, ჩვენ ვგეგმავთ საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდას, რათა საპატრულო პოლიციის საქმიანობის ეფექტური დაფარვის არეალი მაქსიმალურად გაიზარდოს.

აღნიშნული ხელს შეუწყობს საპატრულო პოლიციის ფუნქციების გაძლიერებას, როგორც რეაგირების, ასევე პრევენციული მუშაობის კუთხით. საპატრულო პოლიციის სერვისების განვითარების მიზნით, ავამოქმედებთ ექსპრეს მომსახურების მობილურ სერვის ცენტრებს ისეთ რაიონებში, სადაც შეზღუდულია საპატრულო პოლიციის სერვისებზე ხელმისაწვდომობა.

საგზაო მოძრაობის წესების ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით, ვგეგმავთ მობილური აპლიკაციის შექმნას, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, დააფიქსიროს და მიაწოდოს საპატრულო პოლიციას მის მიერ გამოვლენილი საგზაო მოძრაობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტები“, - განაცხადა გომელაურმა.

მისი თქმით, თბილისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ქუთაისში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრების გახსნა იგეგმება, რომელიც მომხმარებელს ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთ სივრცეში 50-მდე საპოლიციო მომსახურებას მიაწვდის.

23 წლის მამაკაცს, რომელმაც ყარაჯალასთან ტაქსის მძღოლი მოკლა და ცხედარი მანქანაში დაწვა, პატიმრობა შეუფარდეს

"სანამ მანქანას ვაყენებდი, ჩემს შვილს თავს დასხმია... რომ შევედი ძირს ეგდო" - ვინ არის სამტრედიაში ქმრის მიერ მოკლული გოგონა

"ბელარუს ტურისტებს ბარში არარეალური თანხა გადაახდევინეს, კობიაშვილი მათ გამოესარჩლა" - გუდაურის მკვლელობის ახალი დეტალები