ავტორი:

ჯაფარიძე ღარიბაშვილს პასუხობს: "თუ აპირებ ახალგაზრდები ისევ მონებად აქციო, "ასავალ-დასავალში" გახვეულს დაგტოვებთ სამინისტროს შესასვლელთან"

ჯაფარიძე ღარიბაშვილს პასუხობს: "თუ აპირებ ახალგაზრდები ისევ მონებად აქციო, "ასავალ-დასავალში" გახვეულს დაგტოვებთ სამინისტროს შესასვლელთან"

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პასუხობს, სადაც თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა "ბიბლიურ თავისუფლებას" სექტა უწოდა.

"ცოტა ხნის წინ პარლამენტში თქვი ბიბლიური თავისუფლება სექტაა, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის უსაფრთხოებასო.

8 წელია გიყურებ და შენთვის უსაფრთხოების ან ეკონომიკის საკითხების ახსნას რომ აზრი არ აქვს, ვიცი. ამიტომ, იმედი მაქვს ეს მხოლოდ სტანდარტული და უკვე ტრადიციად ქცეული ბაქიბუქია, რომელიც "ასავალ-დასავალის" მკითხველ ელექტორატზეა გათვლილი.

ასეთ შემთხვევაში, შენ და მეორე ირაკლიმ, რომელიც ასევე ვითომ ქვეყანაზე ზრუნავს, გადაა...თ ერთმანეთს.

მაგრამ, თუ მართლა რამე ნაბიჯების გადადგმას აპირებ რომ ახალგაზრდები ისევ მონებად აქციო - "ასავალ-დასავალში" გახვეულს დაგტოვებთ თავდაცვის სამინისტროს სადარბაზოს შესასვლელთან" - წერს ჯაფარიძე "ფეისბუქზე".

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პარლამენტში საკუთარი პროგრამის წარდგენისას აღნიშნა, მისი უპირველესი საზრუნავი სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის დასრულება იქნება.

"მე არ მოვერიდები და ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოსა და ჯარის ძლიერებას.

მე არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ეს არის პირდაპირ ძირგამომთხრელი საქმიანობა ჩვენი სახელმწიფოსი. მჯერა, რომ ამაზე თქვენთან ერთად ვიმუშავებთ. ჩემი მინისტრობის ერთ-ერთი პირველი ამოცანა და საზრუნავი იქნება ის, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში ეს საკითხი დარეგულირებული იყოს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

LIVE "ნიუსრუმიდან" - ლევან კობერიძე; ხათუნა ლაგაზიძე

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - რა ხდება ოპოზიციაში; ხელისუფლების გეგმები

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"