ავტორი:

რვეულების ახალი და მრავალფეროვანი კოლექცია "ბიბლუსში"

რვეულების ახალი და მრავალფეროვანი კოლექცია "ბიბლუსში"

სკოლებში სწავლის დაწყებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა. წინდახედულმა მოსწავლეებმა და მშობლებმა წინასასკოლო საყიდლებზე ზრუნვა უკვე დაიწყეს. მით უმეტეს, რომ წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" სასკოლო ინვენტარის სრული კოლექცია უკვე წარმოდგენილია, თანაც განსაკუთრებული ფასდაკლებით.

მთავარი სასკოლო ნივთები სახელმძღვანელოები და რვეულებია. ამჯერად თქვენს ყურადღებას რვეულებზე შევაჩერებთ, მით უმეტეს, რომ "ბიბლუსმა" რვეულების ახალი კოლექცია წარადგინა, ასე რომ ყველა გემოვნებისა თუ ინტერსების მქონე მოსწავლე შეარჩევს მისთვის სასურველ დიზაინს.

"ბიბლუსში" რვეულების გარეკანის დიზაინი თემატიკის მიხედვით სხვადასხვაა:

სპორტი, ხელოვნება, მუსიკა... წარმოგიდგენთ 5 განსხვავებული ვიზუალის ყდის რვეულს, რომელიც დავალებების მომზადების პროცესს გაცილებით სასიამოვნოსა და მხიარულს გახდის.

სპორტი

სპორტის მოყვარულ გოგო-ბიჭებს ფეხბურთელების, რაგბისტებისა და სხვა სპორტსმენების გამოსახულებიანი რვეულები ძალიან მოეწონებათ. ამ მიმართულებით წელს "ბიბლუსში" განსაკუთრებული სიახლეა - ქართველი ბორჯღალოსნების გამოსახულებიანი ყდის დიზაინის რვეულები. ეს სიახლე განსაკუთრებით გაახარებთ მათ, ვინც რაგბის წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატს ელოდება და ქართველ რაგბისტებს ქომაგობს. გარდა იმისა, რომ ბორჯღალოსნების გამოსახულებიანი რვეულები ჩვენი ნაკრების გულშემატკივრებისთვის საუკეთესო არჩევანია, მათ ირჩევენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ამბიცია, რომ მუდამ საუკეთესოები იყვნენ, არასოდეს ნებდებიან და გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძვიან.

ბუნება

მათ, ვისთვისაც მეცადინეობა, დავალებების შესრულება ნერვიულობასთან და სტრესთან ასოცირდება, ულამაზესი ბუნების გამოსახულებიანი რვეულის ყდები ძალიან მოეწონებათ.არამხოლოდ ბუნებაში ყოფნა, არამედ ბუნების სურათებიც კი ადამიანის ფსიქიკაზე დადებითად მოქმედებს, ადუნებს და კარგ ხასიათზე აყენებს. სხვადასხვა ქვეყნის ქალაქების, ღირსშესანიშნაობების გამოსახულებიანი ყდები, რომლებიც რვეულების ახალ კოლექციაშია წარმოდგენილი, მოგზაურობის მოყვარულებისთვისაც იდეალური არჩევანია.

მუსიკა

ყურსასმენები, ნოტები, აიპოდი, რომელიც სიმღერებით არის სავსე - მუსიკის მოყვარულებს მსგავსი გამოსახულებების რვეულები ნამდვილად უნდა ჰქონდეთ, რათა მათი საყვარელი მელოდიები მაშინაც კი მათთან იყოს, როცა მოსმენას ვერ შეძლებენ. მუსიკის აქსუარების გამოსახულებიანი რვეულები, რომლებზეც სამოტივაციო ფრაზებიც წერია, გარდატეხის ასაკის მქონე ბავშვებისთვისაც კარგი არჩევანია, რადგან ამ დროს ბევრი მათგანი სწორედ მუსიკაში ეძებს და პოულობს თავის შეკითხვებზე პასუხს. წაიკითხეთ ვრცლად

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს