ავტორი:

კომუნიკაციების კომისიამ ნიკა გვარამიას “მთავარ არხს“ საერთო მაუწყებლის ავტორიზაცია მიანიჭა

კომუნიკაციების კომისიამ ნიკა გვარამიას “მთავარ არხს“ საერთო მაუწყებლის ავტორიზაცია მიანიჭა

კომუნიკაციების კომისიამ ნიკა გვარამიას „მთავარ არხს“ სპეციალიზებული გასართობი მაუწყებლობის ნაცვლად საერთო მაუწყებლის ავტორიზაცია მიანიჭა.

კომუნიკაციების კომისიას „მთავარმა არხმა“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების თხოვნით 26 აგვისტოს მიმართა.

„კომისიამ შეისწავლა კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც კანონის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და არხი უწყებრივ რეესტრში კერძო საერთო მაუწყებლად გაატარა.

არხი მაუწყებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 9 სექტემბრიდან დაიწყებს. შპს „მთავარი არხი“ ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის შესახებ კანონი, მათ შორის კომისიის დადგენილებები, გადაწყვეტილებები და ავტორიზაციის ყველა პირობა“, - ნათქვამია კომისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ტელეკომპანიის დირექტორი ნიკა გვარამია: "ლიცენზია მოდიფიცირებულია! მთავარ არხს უკვე ოფიციალურად აქვს ახალი ამბების და პოლიტიკური თოქშოუების ტრანსლირების უფლება! 9-ში 9 საათზე ვიწყებთ! მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება!" - წერს გვარამია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ