ავტორი:

გაიცანით 2019 წლის ყველაზე რეიტინგული აბიტურიენტი: "გამოცდებზე ზედმეტად იოლი დავალებებია, სჯობს ცოტა რთული იყოს"

გაიცანით 2019 წლის ყველაზე რეიტინგული აბიტურიენტი: "გამოცდებზე ზედმეტად იოლი დავალებებია, სჯობს ცოტა რთული იყოს"

2246 - ეს 2019 წლის ყველაზე რეიტინგული აბიტურიენტის, დანიელ სტეპანენკოს საკონკურსო ქულაა. ის ახლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტია ფიზიკის მიმართულებით.

დედა ეროვნებით რუსი ჰყავს, მამა - ბელარუსი. ორივე საქართველოში დაიბადა. თავად დანიელმა თბილისის 72-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 5 საგანი ჩააბარა და ყველა მათგანში მაღალი ქულები მიიღო:

• ქართული 60/70

• უნარები 73/80

• უცხო ენა 80/80

• მათემატიკა 56/59

• ფიზიკა 74/75 (სხვათა შორის, წლევანდელი მონაცემებით, ფიზიკის გამოცდაზე ეს ყველაზე მაღალი შედეგია)

როგორ შეძლო ასეთი შედეგების მიღწევა, რას ფიქრობს განათლების სისტემაზე და რას შეცვლიდა გამოცდებში, ამის შესახებ საქართველოს ყველაზე რეიტინგულ აბიტურიენტი mshoblebi.ge-სთან ინტერვიუში საუბრობს:

- როგორ ფიქრობ, რამ განაპირობა ასეთი მაღალი შედეგები?

- ვფიქრობ, კარგი შედეგები განაპირობა შრომამ და ცოტა იღბალმა. მართალია, ბევრს ვშრომობდი, მაგრამ არ მეგონა, რომ ასეთ მაღალ ქულებს ავიღებდი.

- ყველაზე მეტად რომელი საგნისთვის მომზადება გაგიჭირდა?

- ყველაზე მეტ დროს ქართულისთვის ვხარჯავდი. ის ჩემთვის მშობლიური ენა არაა, მაგრამ იძულებული ვიყავი, როგორც მშოლიური, ისე ჩამებარებინა. შესაბამისად, ყველაზე მეტად გამიჭირდა ქართულში მომზადებაც და გამოცდის ჩაბარებაც. როგორც ჩემმა მასწავლებელმა მითხრა, დამეხმარა "შრომა და ბარათაშვილი". ის ჩემი საყვარელი პოეტია და ძალიან გამიხარდა, რომ სწორედ მისი ლექსი შემხვდა გამოცდაზე. ძალიან დამეხმარა ლიტერატურის ცოდნაც, რამაც საშუალება მომცა, ტექსტთან ბევრი პარალელი გამევლო.

- სხვა საგნებზე რას იტყვი?

- სხვა საგნები (ფიზიკა, მათემატიკა...) კარგად ვიცოდი, ასე რომ, მათთვის მოზადებას მხოლოდ ორი თვე დავუთმე. უცხო ენად ჩემი მშობლიური ენა, რუსული, ჩავაბარე.

- სკოლაში როგორი მოსწავლე იყავი, ყველაზე მეტად რომელი საგანი გიჭირდა?

- ყველა საგნის სწავლას ვცდილობდი, მაგრამ ზოგიერთი ცუდად გამომდიოდა. ენების სწავლა არ მომწონდა, მაგრამ, ასე თუ ისე, ვშრომობდი და ბოლოს კარგი ნიშნები მივიღე. სხვა მხრივ, გულწრფელად რომ ვთქვა, ბევრი რამე დამავიწყდა, რაც სკოლაში ვისწავლე...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ