ავტორი:

ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალს უმსხვილესი გამოფენის Birdfair დამფუძნებელი ესწრება

ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალს უმსხვილესი გამოფენის Birdfair დამფუძნებელი ესწრება

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება. რეგიონის თავზე ათასობით მტაცებელი ფრინველის მიგრაციას უცხოელი და ქართველი ორნითოლოგები, ფრინველებზე დამკვირვებლები და ეკოტურისტები რამდენიმე პლატფორმიდან აკვირდებიან. რეგიონში იმყოფება მსოფლიოში უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალის Birdfair დამაარსებელი ტიმ ეპლტონი, რომელმაც კოლეგებს ფრინველთა კონსერვაციისა და ეკოტურიზმის შესახებ სპეციალური პრეზენტაცია წარუდგინა. ფესტივალს, ასევე ესწრება შუა აღმოსავლეთსა და კავკასიის რეგიონში ფრინველებზე დაკვირვების ასოციაციის პრეზიდენტი რობ შელდონი და ბლოგერი, ექსპერტი მაიკ ჰენდერსონი.

ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი აჭარაში 2 სექტემბერს გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში, დაინტერესებული პირებისთვის ყოველდღიურად ეწყობა შემეცნებით-გასართობი ტურები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან პლატფორმებზე. დღეს, სახალვაშოს პლატფორმაზე, 12-სა და 3 საათზე, დაგეგმილია შემეცნებითი, მხიარული თამაშები ბავშვებისთვის, რომლის მიზანიც ფრინველთა დაცვისა და დაკვირვების მიმართულებით მოზარდების ცნობიერების ამაღლებაა. ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება და ის 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

NS

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი