ავტორი:

წინანდალი კლასიკური მუსიკის ეპიცენტრი ხდება

წინანდალი კლასიკური მუსიკის ეპიცენტრი ხდება

წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი წინანდლის ისტორიულ მამულში 8-იდან 22 სექტემბრამდე გაიმართება.

ორი კვირის მანძილზე, წინანდლის საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები: ლიზა ბათიაშვილი, იუჯა ვანგი, თომას ჰემფსონი, სერ ანდრაშ შიფი, მიშა მაისკი, ფაზილ საი, რენო კაპუსონი და სხვ. ფესტივალის მუსიკალური დირექტორი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული დირიჟორი, მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა. ფესტივალის გენერალური დირექტორი - დავით საყვარელიძეა.

წინანდლის ფესტივალის ფარგლებში, ჩამოყალიბდა პან-კავკასიური (PAN CAUCASIAN YOUTH ORCHESTRA, PCYO) ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც 6 ქვეყანაში შერჩეული ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსებისგან დაკომპლექტდა. აღნიშნულ ორკესტრს წინანდლის ფესტივალის ძირითადი ორკესტრის სტატუსი მიენიჭება. ორკესტრი სრული შემადგენლობით წინანდლის მამულში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება და რეპეტიციებს მართავს. ფესტივალის ფარგლებში ასევე საფუძველი ეყრება მუსიკალურ აკადემიას, რომელიც ახალგაზრდა მუსიკოსებს ყოველწლიურად უმასპინძლებს.

პირველი საფესტივალო დღე გუსტავ მალერის მეორე სიმფონიით გაიხსნება, რომელსაც ჯანანდრეა ნოზედა უდირიჟორებს. წინანდლის ფესტივალის წარმდგენი კომპანია „სილქნეტია“.

წინანდლის ფესტივალი, საქართველოს მთავრობისა და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმატებული თანამშრომლობის შედეგად დაარსდა და ის ვერბიეს ფესტივალის ანალოგი იქნება. 40 მდე საორკესტრო, კამერული, და სოლო კონცერტი ჩატარდება 1200 ადგილიან ამფითეატრსა და 600 ადგილიან კამერული მუსიკის დარბაზში, რომელიც წინანდლის ისტორიულ მამულში სპეციალურად ფესტივალისთვის აშენდა.

როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა განაცხადა,“ ფესტივალი არის საუკეთესო საშუალება, რომ ამ ისტორიულმა მხარემ მსოფლიო ს კულტურულ კალენდარში ღირსეული ადგილი დაიკავოს. კერძო სექტორთან თანამშრომლობით და სახელმწიფოს მხარდაჭერით წინანდლის მუსიკალური ფესტივალი ყოველ სექტემბერს გაიმართება“.

ფესტივალისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად წინანდლის კომპლექსში, მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, აშენდა ახალი სასტუმრო „პარკ-ჰოტელი“ (PARK HOTEL). სასტუმროს პირველი სტუმრები სწორედ პან-კავკასიური ორკესტრის მუსიკოსები არიან. 70 ნომრიანი სასტუმროს პირველ სართულზე მუსიკალური აკადემიისთვის განკუთვნილი, მუსიკალური ინსტრუმენტებით აღჭურვილი ოთახები მოეწყო. “სილქ როუდ ჯგუფმა” ახალი სასტუმროს აშენებაში დაახლოებით 4 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. სასტუმროს დიზაინზე თამარ ვალიშვილმა იმუშავა, ბრენდინგი დავით კუპატაძეს ეკუთვნის. პროექტის მართვაში მონაწილეობდნენ: ლიკა დოლიძე, ეკა რეხვიაშვილი, გიორგი მარრი. სასტუმროს ყველა სივრცეში ქართველი მხატვრების ქეთი დავლიანიძისა და გოგა ქაცარავას ნამუშევრებია წარმოდგენილი.

““პარკ ოტელი“ საგანგებოდ ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის აშენდა. პირველი სტუმრები არიან სწორედ პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის წევრები, რომლებიც ამ ფესტივალისთვის შეირჩნენ 6 ქვეყნიდან საერთაშორისო ჟიურის მიერ. პირველი სართული ეთმობა სარეპეტიციო ოთახებს, რომელიც სრულად არის აღჭურვილი მუსიკალური ინსტრუმენტებით. ფაქტობრივად, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულება, რაც იმთავითვე იყო წინანდლის ფესტივალის კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი. საგანმანათლებლო მხარე ფესტივალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელია. სასტუმროს სარეპეტიციო სივრცეში უკვე მიმდინარეობს რეპეტიციები და მასტერკლასები ახალგაზრდა შემსრულებლებისთვის. ” - განაცხადა „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.

„სილქ როუდ ჯგუფი“ პარკ ოტელის მსგავსს ბიუჯეტური სასტუმროების მშენებლობას საქართველოს მასშტაბით გეგმავს, მათ შორის მთიან რეგიონებშიც. მნიშვნელოვანია, რომ სასტუმროს მომსახურე პერსონალი თითქმის მთლიანად ადგილობრივებით არის დაკომპლექტებული, რაც აუცილებელი პირობაა რეგიონის განვითარებისთვის.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი