ავტორი:

"არ გრცხვენიათ?" - ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ში დარჩენილებს მიმართავს

"არ გრცხვენიათ?" - ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ში დარჩენილებს მიმართავს

ნიკა გვარამია ყოფილ თანამშრომლებს მიმართავს, ვინც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში დარჩენა გადაწყვიტეს.

არხის ყოფილმა დირექტორმა "ფეისბუქზე" დაწერა სტატუსი, რომელშიც ტელეკომპანიაში დარჩენილ თანამშრომლებს ლანძღავს:

"რუსთავი 2-ში მყოფებს:

კარგი, 7 წელი რო დედა მო...ნი თქვენთვის, გკიდიათ, მარა, სირცხვილი მაინც არ გაქვთ, თქვენი დაშლილი არხი რო არ გადავხნათ, ამისთვის მეტის მოხერხება რომ ვერ შეძლეს, ხალხს რომ იჭერენ?

არ გრცხვენიათ სუსის და პროკურატურის ზონდერი დირექტორი და ვიღაც ორი ... რო გმართავთ?

არ გრცხვენიათ, ჩემი დაჭერის გარანტიით მოთრეული ნიუსის უფროსის (მანამდე რომ ჩაისვარა და ახლა ამით დაამშვიდეს)?

ვაფშე სად გახვედით, რა განზომილებაში? ან სულ თუ იქ იყავით, 7 წელი რანაირად ემსახურებოდით იმ ფასეულობებს, რომელსაც ემსახურეთ?!

მე მრცხვენია ნამდვილად, რომ ამას ვერ გამჩნევდით და თვალებანთებული ვიბრძოდი თქვენთან, როგორც თანამებრძოლებთან ერთად."

გვარამიას პოსტზე კომენტარს წერს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი: "რანაირად ემსახურებოდნენ და იმნაირად. მეგობრებისთვის წაყენებული ბრალის მიუხედავად ბიძინას ტელევიზიაში რომ რჩები, იმიტომ რომ ფულს გააკეთებ, არის პასუხი, რანაირად მუშაობდნენ მანამდე".

ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის საქმეზე დღეს ახალი ბრალი წაუყენეს. გვარამიას გარდა, ბრალდების დადგენილება გამოტანილია არხის ყოფილი ფინანსური დირექტორის კახა დამენიას და "ინტერმედია პლუსის" დირექტორის ზურაბ იაშვილის მიმართაც.

გვარამიამ ასევე "ფეისბუქზე" დაწერა, რომ დაკითხვაზე გენერალურ პროკურატურაში დღეს 18:00 საათზეა დაბარებული.

"სასულიერო პირთა და მორწმუნეთა ეს ჯგუფი უკვე წლებია ამუხრუჭებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას..." - რას წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე

"დღემდე მხოლოდ ერთ სიზმარს ვხედავ, სადაც ნიკუშას ვეკითხები: დედას რა ვუთხრა ბიჭო?" - მევლუდ მელაძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ შვილზე

"არ ვიცი, რა მოხდა, რა ჯოჯოხეთი დატრიალდა..." - ნიკა გვარამიას დაცვის წევრი და მძღოლი გარდაიცვალა