ავტორი:

სად გავატაროთ სასიამოვნო კვირა დღე ოჯახთან ერთად

სად გავატაროთ სასიამოვნო კვირა დღე ოჯახთან ერთად

ზაფხული, რომელიც უსასრულო გართობისა და დასვენების სეზონია, დასრულდა და თბილისი ჩვეულ ხალხმრავალ ქალაქად იქცა. ცხელ დღეებში გართობას მიჩვეული ადამიანებისთვის კი შემოდგომა და განსაკუთრებით, სექტემბერი ადვილი შესაგუებელი ნამდვილად არაა. ხალხი ცხოვრების საქმიან, დატვირთულ რიტმს დაუბრუნდა და გაჩნდა აქტუალური კითხვა - სად გავატაროთ სასიამოვნო კვირა დღე ოჯახთან ერთად?

თბილისში ძნელად თუ მოძებნით ადგილს, რომელსაც კვირა დღეს ესტუმრებით ოჯახთან, მეგობრებთან, შვილებთან ერთად და დროს სასიამოვნოდ გაატარებთ, არც ზედმეტი ხმაური შეგაწუხებთ და ბავშვებიც გაერთობიან.

აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში მიღებული და კარგად ნაცადი ტრადიციაა, რომ კვირა დღეს ოჯახის ყველა წევრი მისი ასაკისა და ინტერესების მიუხედავად, მიდის სადილზე და რამდენიმე საათს ერთად სასიამოვნოდ ატარებს. ამ ტრადიციამ საქართველოშიც მოიკიდა ფეხი, რაც პრემიუმ კლასის სასტუმროების დამსახურებაა.

"ბილტმორ თბილისი", რომელიც განსაკუთრებულ Sunday Brunch-ს წლებია, სთავაზობს მომხარებელს, 8 სექტემბრიდან სტუმრებს განახლებულ კვირის ბრანჩს შესთავაზებს. „ბილტმორ თბილისში“ ყოველ კვირას 12:30-დან 16:00 საათამდე შეგიძლიათ ისიამოვნოთ უგემრიელესი კერძების ფართო არჩევანით ცოცხალი მუსიკის ფონზე.„ბილტმორ თბილისი“ ყველა სტუმრის გემოვნებასა და მოთხოვნებს ითვალისწინებს და შესაბამისად, მენიუ მეტად მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც ქართულ, ისე ევროპულ კერძებს. სასტუმროში ვეგეტარიანული კერძების მირთმევასაც შეძლებთ.

ბავშვებისთვის კი შედგენილია სპეციალური გასართობი პროგრამა, რომელიც მოიცავს სახის მოხატვას, ილუზიონისტს, სახალისო თამაშებსა დ ანიმატორს.

„ბილტმორ თბილისის“ საკვირაო ბრანჩს უმეტესად საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები სტუმრობენ, თუმცა ქართველი სტუმრების რაოდენობაც მუდმივად მზარდია.

„ბილტმორის თბილისის“ კვირის ბრანჩის ფარგლებში 6-12 წლამდე ბავშვებზე ვრცელდება 50%-იანი ფასდაკლება, 6 წლამდე ბავშვები კი უფასოდ შეძლებენ ბრანჩით სარგებლობას.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის