ავტორი:

დავიცვათ დიღმის ტყე! - ბრძოლა ტყის გადასარჩენად გადამწყვეტ ფაზაში შევიდა

დავიცვათ დიღმის ტყე! - ბრძოლა ტყის გადასარჩენად გადამწყვეტ ფაზაში შევიდა

ბრძოლა დიღმის ტყის გადასარჩენად გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. მოსახლეობის ორთვიანი პროტესტის მიუხედავად, დიღმის ტყის ტერიტორიაზე შეყვანილია სამშენებლო ტექნიკა და დღის ნებისმიერ მონკავეთში შესაძლოა დაიწყონ მავნებლური მშენებლობა. ამ დროს კი მერია ცალსახად კერძო ინტერესების დაცვას აგრძელებს, ნაცვლად იმისა, რომ მოსახლეობის ხმა მოესმინა და გაეთვალისწინებინა.

"ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ დიღმის ტყის მორიგი ელიტური რესტორნის უკანა ეზოდ გადაქცევას. ამიტომ, ჩვენ, "ახალგაზრდა მწვანეები"; "დავიცვათ დიღმის ტყე" და "ვინ’მე" ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვგეგმავთ საპროტესტო აქციას. შაბათს, 17:00-ზე, "კია მოტორსის" შენობასთან.

საპროტესტო აქციამდე, პარასკევს, 8 საათიდან, ახლაგაზრდა მწვანეები და სხვა მოხალისეები კარვებით დავიკავებთ ტერიტორიას. ჩვენ გვჯერა რომ, რომ სოლიდარობითა და ერთიანობით გავიმარჯვებთ კერძო ბიზნესინტერესზე და დიღმის ტყე დარჩება საჯარო სივრცედ!" - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ