ავტორი:

გიორგი გახარიამ ირმა ნადირაშვილს არალეტალური ტყვია მიუტანა

გიორგი გახარიამ ირმა ნადირაშვილს არალეტალური ტყვია მიუტანა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ირმა ნადირაშვილს პოლიციის შეიარაღებაში არსებული არალეტალური ტყვია მიუტანა. ნადირაშვილი გახარიას ეკითხებოდა, იყო თუ არა მისი ბრძანებით გამოყენებული ის სპეციალური საშუალებები, მათ შორის ტყვიები, რომლებიც პოლიციამ 20-21 ივნისს გამოიყენა. გახარიამ ნადირაშვილს შესაბამისი ტყვია მიუტანა და განუცხადა, რომ „ახლა შეუძლია შეადაროს, რა არის შეიარაღებაში“.

გახარიას ამ ქმედებას დარბაზში მყოფი „ევროპული საქართველოს“ სხვა ლიდერებიც გამოეხმაურნენ. აკაკი ბობოხიძემ გახარიას შესთავაზა, რომ აღნიშნული ტყვია ესროლათ.

"ერთი მე მესროლეთ და ერთს მე ვისვრი“, - მიმართა გახარიას ბობოხიძემ.

აღნიშნული რეპლიკის შემდეგ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბობოხიძეს „ხულიგანი“ უწოდა.

„სიამოვნებით ოღონდ დარბაზში არა. ამაზე უბრალოდ ვერ გიპასუხებთ, იმიტომ, რომ თქვენ ჩვეულებრივი ხულიგანი ხართ, მე კი პასუხისმგებლობა მაქვს“, - აღნიშნა გახარიამ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები