ავტორი:

დონალდ ტრამპმა "თალიბანთან" სამშვიდობო მოლაპარაკებები გააუქმა

დონალდ ტრამპმა "თალიბანთან" სამშვიდობო მოლაპარაკებები გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოძრაობა „თალიბანთან“ სამშვიდობო მოლაპარაკებები გააუქმა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

ტრამპი აცხადებს, რომ მასა და „თალიბანის“ ლიდერებს შორის შეხვედრა იყო დაგეგმილი, თუმცა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „თალიბანის“ მიერ მოწყობილი თავდასხმების გამო მან მოლაპარაკებები ჩაშალა.

„დღეს ავღანეთის პრეზიდენტსა და „თალიბანის“ლიდერებს უნდა შეხვედროდი, თუმცა მას შემდეგ, რაც ქაბულში მომხდარ თავდასხმაზე მათ პასუხისმგებლობა აიღეს, მე მოლაპარაკებების პროცესი გავაუქმე. თუ ასეთი მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დროს ცეცხლს ვერ წყვეტ და 12 უდანაშაულო ადამიანს კლავ, სავარაუდოდ, მოლაპარაკებებისთვის მზად არ ხარ“, - წერს დონალდ ტრამპი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და და თალიბანს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვის წინ დაიწყო და აქამდე ისინი ერთმანეთს 9-ჯერ შეხვდნენ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვაშინგტონი ავღანეთიდან 5 400 სამხედროს გაიყვანს. დღესდღეობით ავღანეთში სულ 14 000 ამერიკელი სამხედრო მსახურობს.

ავსტრალიაში ხანძარმა ცა წითლად შეღება - ცეცხლი ძლიერდება, ხალხი თავის გადასარჩენად ზღვაში შედის

ჩერნობილის კატასტროფიდან 33 წლის შემდეგ, პრიპიატში პირველი ნაძვის ხე დადგეს - "1985-ში ნაძვის ხე წაიქცა... ადგილობრივებმა, ეს უბედურების ნიშნად მიიღეს"

ავღანეთში "თალიბების" ერთ-ერთი მეთაური მოკლეს