ავტორი:

საფრანგეთში ძლიერ სიცხეს 1500 ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთში ძლიერ სიცხეს 1500 ადამიანი ემსხვერპლა

ზაფხულის ანომალურ სიცხეს საფრანგეთში 1500 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ რადიოსადგურ „ფრანსინფოს“ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ანიეს ბიუზენმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, წელს, საფრანგეთში 18 დღე ყველაზე ცხელი იყო, გარდაცვლილ ადამიანთა ნახევარი 75 წელს ზემოთ არის.

თუმცა, მინისტრის განცხადებით, ეს ციფრი 10-ჯერ ნაკლებია 2003 წლის მაჩვენებელთან შედარებით, როდესაც ზაფხულის სიცხეს 15 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

ბიუზენის განცხადებით, ადამიანთა უმეტესობის გადარჩენა სოციალურმა მუშაკებმა შეძლეს, რომლებმაც შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს მხცოვან ადამიანებს.

აღსანიშნავია, რომ 28 ივნისს საფრანგეთის ეროს დეპარტამენში თერმომეტრმა 48 გრადუსი სიცხე აჩვენა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე