ავტორი:

პარლამენტთან ვითარება დაიძაბა - პოლიციამ სამი პირი დააკავა

პარლამენტთან ვითარება დაიძაბა - პოლიციამ სამი პირი დააკავა

პარლამენტის წინ ვითარება დაიძაბა, პოლიციამ სამი პირი დააკავა. სიტუაცია ადგილზე მას შემდეგ გამწვავდა, რაც პარლამენტის წინ აქცია „სირცხვილიას“ გასაპროტესტებლად ბეჟან გუნავა და „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები მივიდნენ. ბეჟან გუნავა და მისი მხარდამჭერები პოლიციის კორდონის გარღვევას და ტერიტორიიდან „სირცხვილიას“ აქციის მონაწილეების გაძევებას ცდილობდნენ.

დაპირისპირების დროს გუნავას და სამართლადამცველებს შორის შელაპარაკება მოხდა. დააკავეს სამი პირი. ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა ბეჟან გუნავაც გაიყვანეს.

მანამდე გუნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აქცია "სირცხვილიას" მონაწილეები "დაქირავებული ერის მოღალატეები" არიან.

"ამათი ადგილი არ არის რუსთაველზე. არანაირი კონტრაქცია არ არის, უბრალოდ რუსთაველი არის ის გამზირი, სადაც ერის ბედი წყდებოდა, სადაც ერის მამები და ეროვნული მოძრაობა იყო. ეს ერის გამყიდველები, რომლებმაც აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩააბარეს, ასიათასობით ადამიანს ქონება წაართვეს, ქუჩაში ბავშვები დახვრიტეს, პირადად მე გამისწორდნენ, ჩვენ ამათ აქედან გავაძევებთ", - განაცხადა გუნავამ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები