ავტორი:

გვარამიამ გადაწყვიტა, გირაო გადაიხადოს, რადგან გუნდი და ოჯახი ნერვიულობს

გვარამიამ გადაწყვიტა, გირაო გადაიხადოს, რადგან გუნდი და ოჯახი ნერვიულობს

მე თვითონ შევიტან გირაოს, სესხების მსურველი უამრავია. გადავიხდი არა ჩემი, არამედ თქვენი ნებით, - ამის შესახებ „რუსთავი 2"-ის ყოფილი დირექტორი და ამჟამად „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

გვარამია აცხადებს, რომ გირაოს გადახდის ვადა იწურება, რის გამოც მისი გუნდი და ოჯახი ნერვიულობს.

„ხვალ თუ ზეგ ჩემი გირაოს ბოლო დღეა. ძალიან ნერვიულობს ჩემი გუნდი, ყველა უკლებლივ. ეს საკითხი ძალიან აწუხებთ პოტენციურ ინვესტორებსაც და ითხოვენ გარანტიებს, რომ ადგილზე ვიქნები. აგერ უკვე ბოლომდე მიყვანილი კონტრაქტი ხელმოწერას ელოდება, მაგრამ ამ თარიღს ელის და რა მოხდება, აკვირდება ყველა. არადა, ინვესტორის გარეშე, ტვ ვერ გვექნება. ყოველდღე მეტად და მეტად ითიშება ნერვიულობისგან ჩემი ცოლი. ბავშვების თავი არ მაქვს, არც მესმის, რას ველაპარაკებიო. ამერიკიდან ყოველ ღამე მირეკავს შვილი, რაც ვუახლოვდებით თარიღს, უფრო ნერვიულად მელაპარაკება, ბუნებით ძალიან ლაღი. გირაოს გადახდაზე ხმის დაძვრას ვერ მიბედავენ, იციან, რომ არ უნდა შემოვიდნენ ამ სფეროში.

მეგობრებო, ვწუხვარ, რომ არ გესმით, რომ ჩემთვის ეს უბრალო ახირება არაა და მნიშვნელოვანი მორალური დილემაა. ვწუხვარ, რომ ჩემი მორალური არჩევანი თქვენი (გუნდის, ოჯახის) რაციონალური არგუმენტები და საჭიროებების საწინააღმდეგოდ გადის. ვწუხვარ, რომ ჩემი გულშემატკივრები ჩემი ამ საქციელის გამო, საქვეყნო საქმის ჩაგდებას პროგნოზირებენ.

მე არ გადავიხდი გირაოს. თქვენ გადაიხდით, თქვენი გადაწყვეტილებით, რომელსაც ვემორჩილები. განვმარტავ: არავის მიერ ჩუმად შეტანა და არანაირი ფლეშმობები არ იქნება, არაა საჭირო თეატრალიზება. მე თვითონ შევიტან გირაოს, სესხების მსურველი უამრავია. გადავიხდი არა ჩემი, არამედ თქვენი ნებით. იმიტომ, რომ ვემორჩილები თქვენს რაციონალურ პოზიციას და ყველასთვის საჭიროს და სწორს. ყველასთვის, ჩემს გარდა. ძალიან ვეცდები, ამან ისე არ მომშალოს, რომ ვეღარაფრის კეთება მერე ვერ შევძლო. იმედია ყველაფერი გამოვა. ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება”, -წერს ნიკა გვარამია "ფეისბუქზე".

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000 ლარის ოდენობით გირაო დაუწესა. ამასთან, გვარამიას ეკრძალება სპეციალური ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვებაც. გვარამია აცხადებდა, რომ გირაოს თანხას არ გადაიხდიდა.

"პატრა საიდუმლოს გაგიმხელთ, ყოველთვის ინფექციონისტი არ ვიყავი... ეს სფერო ფილმებითა და წიგნებით შევარჩიე" - თენგიზ ცერცვაძე

"უახლოესი ერთი კვირა, შეიძლება, კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატოს - გემუდარებით, დავრჩეთ სახლში!" - თენგიზ ცერცვაძე

"ახლა ჯანმო არ იტყვის კახური ღვინო შველისო, მაგრამ..." - როგორ ხსნის ცნობილი თელაველი კახეთის მწვანე ზონად დარჩენის ფაქტს