ავტორი:

ავეჯისა და აქსესუარების მაღაზია „მობლერის“ მეორე ფილიალი სავაჭრო ცენტრ „საბაში“ გაიხსნა

ავეჯისა და აქსესუარების მაღაზია „მობლერის“ მეორე ფილიალი სავაჭრო ცენტრ „საბაში“ გაიხსნა

სახლის ინტერიერის დიზაინის თანამედროვე ტენდენციები მინიმალიზთან და ფერთა ჰარმონიულ შეხამებასთან ასოცირდება. ავეჯისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანიები კი, რომლებიც თანამედროვე ტენდენციებს მიჰყვებიან, ხშირად ხარისხიან პროდუქციაზე ხელმისაწვდომ ფასებს ვერ გვთავაზობენ, ზოგიერთმა მათგანმა კი ამ საკითხის გადახედვა დაიწყო.

ასეთი კომპანიაა „მობლერი“, რომელიც თბილისში უკვე ორი მაღაზიით არის წარმოდგენილი. 1-ელი მაღაზია „ისთ ფოინთში“ გაიხსნა, მეორე კი 7 სექტემბერს, სავაჭრო ცენტრ „საბას“ ტერიტორიაზე. გახსნასთან დაკავშირებით, „საბას“ ფილიალში 7-8 სექტემბერს 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებდა, 1-ელ 30 მომხმარებელს კი „მობლერის“ სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცა.

ავეჯისა და აქსესუარების ახალი ბრენდი ქართულ ბაზარზე ხარისხიანი პროდუქციითა და ხელმისაწვდომი ფასებით შემოვიდა. „მობლერში“ წარმოდგენილი კოლექციების დიზაინი იქმნება ევროპაში და იწარმოება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში - რაც ნებისმიერი ინტერიერისთვის შესაბამის ავეჯს განსაკუთრებით ხელმისაწვდომს ხდის.

„მობლერი“ საერთაშორისო კორპორაცია ICR ავეჯის მიმართულების მე-5 პროექტია. „მობლერი“ ქართველ მომხმარებელს მუდმივად განახლებად კოლექციებს, მრავალფეროვან არჩევანს, მომსახურებისა და სერვისის მაღალ სტანდარტებსა და გამარტივებულ შერჩევის პროცესს შესთავაზებს. პროფესიონალი კონსულტანტები კი მათ ინტერიერის გემოვნებიანად მოწყობაში დაეხმარებიან.

ICR-ის ავეჯის მიმართულების მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ტყაბლაძე აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ხარისხიან და გემოვნებიან ავეჯისა და აქსესუარების ფართო ასორტიმენტს ხელმისაწვდომ ფასად წარმოადგენენ.

„მობლერი“ არის ეკონომ მაღაზია, რომელშიც წარმოდგენილია თანამედროვე ავეჯი და სახლის აქსესუარები. კოლექციების დიზაინი იქმნება ევროპაში, ხოლო საწარმოები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მდებარეობს. ეს კი გვაძლევს საშუალებას ქართველ მომხმარებელს შევთავაზოთ თანამედროვე ტენდენციებზე დაყრდნობით შექმნილი ავეჯი და აქსესუარები მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად.

როგორც „ისთ ფოინთის“, ასევე „საბას“ ფილიალში წარმოდგენილია სახლის მოსაწყობად საჭირო ნებისმიერი ავეჯი და აქსესუარი: რბილი ავეჯი, სასადილო ოთახის ავეჯი, საძინებლის კომპლექტები, სახლის დეკორი და ჭურჭელი, რომელიც ჩვენი ბრენდის განუყრელი ნაწილია. აღსანიშნავია, რომ ჩვენი მაღაზია-შოურუმები მოწყობილია ისე, რომ მომხმარებელმა მიიღოს ინსპირაცია და პირდაპირ შეძლოს წარმოდგენა, როგორი იქნება ესა თუ ის ნივთი მათ ინტერიერში, რამდენად მოუხდება კედლის კონკრეტულ ფერს და ამით გაიმარტივოს შერჩევის და გადაწყვეტილების მიღების პროცესი“, - აღნიშნავს მარიამ ტყაბლაძე.

„მობლერის“ ახალი ფილიალის გახსნა გრანდიოზული ტორტის გაჭრით დასრულდა. როგორც მისი წარმომადგენლები განმარტავენ, „მობლერი“ მუდმივად შესთავაზებს მომხმარებელს განახლებულ კოლექციებს, ფართო არჩევანს და საუკეთესო ფასებს.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის