ავტორი:

BTU-ს სტუდენტებმა SYSTEMcorp-ის გადამზადების კემპი გაიარეს

BTU-ს სტუდენტებმა SYSTEMcorp-ის გადამზადების კემპი გაიარეს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებმა წინასწარი შერჩევის საფუძველზე SYSTEMcorp-ის გადამზადების კემპში მიიღეს მონაწილეობა. მონაწილეებმა მანქანური ინტელექტის საფუძვლები გაიარეს. კურსი მოიცავდა წრფივ ალგებრას, კალკულუსს და სპეციფიკური პრობლემების ვარიაციული განტოლებების სახით წარმოჩენას, მათი შემდგომი ნეირონულ ქსელში იმპლემენტაციისათვის.

კურსის ტიპი სპეციფიკურად გათვლილი და მორგებული იყო ბიზნესისა და ტექნოლოგიებს სტუდენტების აკადემიურ კალენდარზე. კემპის ფარგლებში იმართებოდა 1 კვირიანი სპრინტები, ხოლო კვირის ბოლოს მოეწყო შეხვედრა გადაუჭრელი პრობლემებისა და ამოუხსნელი ამოცანების შესაჯამებლად. ჯამში კურსის ფარგლებში 13 შეხვედრა გაიმართა.

კემპის მონაწილეები გაეცნენ მანქანური ინტელექტის სფეროს საფუძვლებს, რაც აუცილებელია მეცნიერ-ინჟინრად ჩამოყალიბებისათვის და ამ სფეროში კონტრიბუციისათვის.

„ეს კურსი მხოლოდ პირველი რამდენიმე ნაბიჯი იყო ძალიან ხანგრძლივ და ურთულეს მიზნამდე. სტუდენტებს ასევე აქვთ საფუძვლიანი ცოდნა იმისათვის, რომ ჩაუღრმავდნენ ამ სფეროს და უკვე იმუშაონ სასწავლო პროცესისათვის განკუთვნილ პროექტებზე, რომელთა ტესტინგით პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ, მარტივად შეძლებენ გარკვეული დროის შემდეგ აირჩიონ ამ სფეროს რომელიმე ვიწრო მიმართულება შედეგების მაქსიმიზაციისათვის,” - აცხადებენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.

კემპის გავლის შემდეგ ბიზნესისა და ტექნოლოგიების 4 სტუდენტი გააგრძელებს SYSTEMcorp-თან ხანგრძლივ თანამშრომლობას, ხოლო სექტემბრიდან SYSTEMcorp BTU-ს სტუდენტების ახალ ნაკადს გადაამზადებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი