ავტორი:

"ტოპ თრილერი" - სიახლე მძაფრი შეგრძნებების მოყვარულთათვის

"ტოპ თრილერი" - სიახლე მძაფრი შეგრძნებების მოყვარულთათვის

მძაფრი შეგრძნებების მოყვარული მკითხველისათვის გამომცემლობა „პალიტრა L-ს“ სასიამოვნო სიახლე აქვს. 12 სექტემბრიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად „ტოპ თრილერის“ წიგნების სერია გამოვა.

საშიში, ჩახლართული ისტორიები და მისტიკა, რომელიც თრილერის ჟანრის წიგნებს გასდევს, მკითხველის ინტერესს ზრდის და ცნობისმოყვარეობას ამძაფრებს. ამიტომაც, თუ თრილერის კითხვა დავიწყეთ, წიგნისთვის თვალის მოწყვეტა გვიჭირს. ყოველდღიურობით დაღლილები, კითხვისას სხვა რეალობაში ვინაცვლებთ, თითოეული გვერდი თითქოს გზაა მოულოდნელ ფინალამდე, რომელსაც დიდი მოლოდინით ვუახლოვდებით და ეს პროცესი დიდ სიამოვნებას გვანიჭებს.

აღსანიშნავია, რომ "ტოპ თრილერი" აერთიანებს წიგნებს, რომლებზეც მსოფლიო ლაპარაკობს. მათი უმრავლესობა ეკრანიზებულია ჰოლივუდის წამყვანი კინოსტუდიების მიერ და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. პროექტით დაგეგმილია ყველაზე ცნობილი თანამედროვე თრილერების გამოცემა.

გიორგი კიკაბიძე; პროექტის მენეჯერი: „პალიტრა L“ ყოველთვის სიურპრიზებს უწყობს ერთგულ მკითხველებს. სწორედ ამიტომ სერია „ნამდვილი დეტექტივის“ შემდეგ, მკითხველს ახლა უკვე თრილერის ჟანრის ნაწარმოებებს სთავაზობს სპეციალურ ფასად.

„ნადვილი დეტექტივის“ მკითხველს აუცლებლად მოეწონება „ტოპ თრილერის“ სერიის წიგნები. ამ წიგნებს ვერ მივიჩნევთ კლასიკურ დეტექტივად, რადგან თრილერის სიუჟეტი უფრო დაძაბული და სწრაფია. ეს სერია გააერთიანებს თანამედროვე ავტორებს, როგორებიც არიან სტივენ კინგი, რობერტ გელბრეითი (ჯოან როულინგი), იუ ნესბო და სხვა. "ტოპ თრილერის" სერიის წიგნების მიხედვით, გადაღებულია ძალიან ცნობილი ფილმები, რომლებმაც მსოფლიოში უამრავი ადამიანის გული მოიგო.

პროექტი 12 თვის მანძილზე გაგრძელდება და ჟურნალ „გზასთან“ ერთად წიგნი „ტოპ თრილერის“ სერიიდან თვეში ერთხელ გამოიცემა.

სერიის პირველი წიგნი პოლა ჰოკინსის „გოგონა მატარებელში“ იქნება. პოლა ჰოკინსი იმ ავტორებს შორისაა, რომლებიც მსოფლიოს ყურადღების ცენტრში გამოჩენიდან ძალიან მოკლე პერიოდში მოხვდნენ. მისი სადებიუტო რომანი “გოგონა მატარებელში“ გამოსვლისთანავე მსოფლიო ბესტსელერი გახდა და თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად აღიარეს. ამ რომანის ჰოლივუდურმა ეკრანიზაციამ კი წიგნის პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა. ფილმში მთავარი გმირის, რეიჩელის როლს ემილი ბლანტი ასრულებს.

წიგნის სპეციალური ფასი იქნება 6.50 ლარი, ჟურნალ „გზასთან“ ერთად - 8 ლარი. შეძენა შესაძლებელი იქნება წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა