ავტორი:

კადიროვისთვის მიუღებელი სიმღერის გამო ჩეჩნეთში ძმები დააკავეს

კადიროვისთვის მიუღებელი სიმღერის გამო ჩეჩნეთში ძმები დააკავეს

"კადიროვცებმა" ჩეჩნეთში სიმღერისთვის ძმები დააკავეს. kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, ჩეჩენმა ძალოვნებმა მომღერალი ძმები ვახარაგოვები მათ მიერ დაწერილი სიმღერის ტექსტის გამო დააკავეს. მოგვიანებით კი გარკვეული დირექტივების მიცემის შემდეგ - გაათავისუფლეს.

გამოცემის ცნობით, იუბ და ასხაბ ვახარაგოვები "აღმზრდელობითი საუბრის ჩასატარებლად" დააკავეს, რადგან მათ რესპუბლიკაში დაწესებული სიახლე დაარღვიეს და "ჩეჩნეთის ხელისუფლების მიმართ არაკეთილგანწყობილი სიმღერა დაწერეს".

ადამიანის უფლებათა დამცველი საბჭოს ხელმძღვანელის ხედა სარატოვას წყაროს ინფორმაციით, გუდერმესის რაიონის პოლიციის განყოფილებაში ძმები ორი კვირის განმავლობაში ბრალის წაყენების გარეშე ჰყავდათ დაკავებული.

ჩეჩენი ძალოვნების გაცხადებით, ვახარაგოვები "მიუღებელი შინაარსის მქონე სიმღერების შესრულებისთვის ადრეც არაერთხელ იყვნენ გაფრთხილებული. მათ ურჩიეს, რომ სიმღერები კულტურის სამინისტროსთან არსებულ სპეციალურ კომისიასთან შეეთანხმებინათ, თუმცა მათ ეს არ გაითვალისწინეს.

"მათ უბრალოდ გავესაუბრეთ... არანაირი სადaმსჯელო ღონისძიებები არ განგვიხორციელებია. ჩვენ ისინი გაფრთხილებული გვყავდა, რომ არ გაევრცელებინათ ინტერნეტში თავიანთი სიმღერები" – აცხადებენ ჩეჩნეთის პოლიციაში.

უფრო ადრე, 15 ივლისს, kavkaz-uzel.eu წერდა, რომ ჩეჩნეთის კულტურის მინისტრი ხოჟ-ბაუდი დააევი ადგილობრივ ტელევიზიაში საუბრისას უარყოფდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხელისუფლება იმ დამოუკიდებელ ხელოვანებს, მათ შორის მომღერლებს ებრძვის, ვინც თავად ქმნის სიმღერის ტექსტს და შემდეგ ინტერნეტში ათავსებს. თუმცა, მისივე თქმით, კომისიის თანხმობის შემდეგ, მათ ამის გაკეთების უფლება აქვთ.

"მოყვარული, თვითნასწავლი მომღერლების მიერ შექმნილი პროდუქცია, თავისი შინაარსით, ჩეჩნეთის მენტალიტეტს ეწინააღმდეგება და ხშირად დაწესებულ ნორმებიდან უხვევს. ეს გახდა გარკვეული შეზღუდვის მიზეზი..." – აცხადებენ ჩეჩნეთის მთავარი ტელევიზიის სიუჟეტში მონაწილე მომღერლები, რომლებიც დაწესებულ შეზღუდვებს თავადაც ეთანხმებიან.

იგივე ტელევიზიამ სიუჟეტი მოამზადა ძმებ ვახარაგოვებზეც, სადაც ერთ-ერთი მათგანი "აღიარებს", რომ "არასწორად მღეროდნენ და ამიერიდან სიმღერების რეპერტუარს სპეციალურ კომისიასთან შეუთანხმებლად არასდროს შეასრულებენ".

მოყვარული მუსიკოსები, ძმები აიუბ და ასხაბ ვახარაგოვები რამდენიმე წელია ჩეჩნეთში მათ მიერ ჩეჩნურ ენაზე შექმნილი პოპმუსიკებით არიან ცნობილი. ისინი თავიანთ სიმღერებს სოციალურ ქსელში ტვირთავდნენ და 3 500-ზე მეტი გამომწერი ჰყავდათ. ამ დროისთვის მათი მუსიკები ინტერნეტში დაბლოკილი ან წაშლილია.

"აქ ყველაფერი ჩვენი შრომით არის შექმნილი" - ვის ეკუთვნის ულამაზესი სახლი და ეზო ზუგდიდში, რომელსაც უამრავი ადამიანი სტუმრობს

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 2020 წლის პირველივე საჯარო სხდომაზე 186 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

თბილისში ცოფის ვირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების მეპატრონეებს მიმართავს