ავტორი:

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი  საზეიმო გალა კონცერტით დასრულდა

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი  საზეიმო გალა კონცერტით დასრულდა

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების მეშვიდე ფესტივალი ახალგაზრდა ვირტუოზების გალა კონცერტით დასრულდა.

შემსრულებლებმა ბათუმის დრამატულ თეატრში მსოფლიო კლასიკოსების ნაწარმოებები შეასრულეს.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრნენ.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი საქართველოს პრეზიდენტისა და იუნესკოს პატრონაჟით გაიმართა.

1-დან 10 სექტემბერის ჩათვლით ფესტივალში მონაწილეობა მსოფლიოს არაერთმა ცნობილმა შემსრულებელმა მიიღო.

ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული ღონისძიება გაიმართა, მათ შორის წარმოშობით ქართველი, საფრანეთში მოღვაწე ცნობილი მხატვრის ანრი მაჭავარიანის გამოფენა, გურამ ოდიშარიას პოეზიის საღამო. მოეწყო ახალგაზრდული Art-ბანაკი, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 200-მდე ახალგაზრდამ მიიღო.

ფესტივალის ფარგლებში ასევე ჩატარდა ელისო ბოლქვაძის კონცერტები ღია ცის ქვეშ ზუგდიში, დადიანების სასახლის ეზოში და ბათუმის ბულვარში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი