ავტორი:

ბრედ პიტს საკუთარი შვილი მამად აღარ აღიარებს

ბრედ პიტს საკუთარი შვილი მამად აღარ აღიარებს

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილმა, მედოქსმა მამასთან დაკავშირებით პირველად გააკეთა მცირე კომენტარი. მედოქსი ახლა სამხრეთ კორეაში, იონსეის უნივერსიტეტში სწავლობს. მამასთან ურთიერთობა 2016 წელს დაეძაბა, კერძო თვითმფრინავში მომხდარი ინციდენტის შემდეგ. სავარაუდოდ, სწორედ ამ ინციდენტმა დააჩქარა ჯოლის გადაწყვეტილება, ქმარს დაშორებოდა.

მედოქსი, რომელიც სამხრეთ კორეაში ბიოქიმიას სწავლობს, კითხვას - დასრულდა თუ არა მასსა და მსახიობ მამას შორის ურთიერთობა, ბუნდოვნად პასუხობს და აღნიშნავს, რომ „რაც მოხდა - მოხდა“.

მისივე თქმით, სასწავლო გარემოს ადვილად მოერგო და კორეული ენის ცოდნის გასაუმჯობესებლად ბევრს მუშაობს.

მედოქსი სამხრეთ კორეაში აგვისტოდან იმყოფება. ბრედ პიტს უფროს შვილთან ურთიერთობა აღარ აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წელს მამა-შვილს შორის დაპირისპირება თვითმფრინავში მოხდა, რა დროსაც ბრედმა მედოქსს დაარტყა. ინფორმაციას მსახიობი კატეგორიულად უარყოფს.

ინციდენტის შემდეგ ბიჭს მამასთან ურთიერთობა აღარ აქვს.

„მედოქსი საკუთარ თავს ბრედ პიტის შვილად აღარ აღიქვამს,“ -ამბობს ოჯახთან დაახლოებული წყარო.

მედოქსის გარდა ბრედსა და ანჯელინას ჰყავთ 15 წლის პაქსი, 14 წლის ზაჰარა, 13 წლის შაილო, 11 წლის ვივიენი და 11 წლის ნოქსი.

"ბრედ, ყოველთვის ვთვლიდი, რომ საყვარელი და სექსუალური ხარ“ - ჯენიფერ ანისტონისა და ბრედ პიტის ფლირტი  პირდაპირ  ეთერში

"ნოტები არ იცის, დაკვრა არ უსწავლია, ეს მისი სმენის დამსახურებაა" - რას ყვება ვირტუოზი 5 წლის ბიჭუნას დედა, რომლის ვიდეოებსაც ინტერნეტში ათასობით მოწონება აქვს

"ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ... თეატრებს არ გვახსნევინებენ და ამ დროს 1000-კაციანი კონცერტი ტარდება" - რას აპროტესტებენ მსახიობები?