ავტორი:

ალდაგის კორპორატიული კლიენტებისთვის შრომის უსაფრთხოების სტანდარტის დანერგვა მარტივდება

ალდაგის კორპორატიული კლიენტებისთვის შრომის უსაფრთხოების სტანდარტის დანერგვა მარტივდება

სადაზღვევო კომპანია ალდაგი კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და შრომის უსაფრთხოების ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებით კონსულტაცია გაუწია. შეხვედრის მიზანი შრომის უსაფრთხოების ახალი სტანდარტის დანერგვაში მხარდაჭერა, ინფორმაციის მიწოდება და საკონსულტაციო სერვისის შეთავაზება იყო.

სწორედ ამ მიზნით, ალდაგმა პარტნიორობა დაიწყო საკონსულტაციო კომპანია “უსაფრთხო გარემოსთან” (www.seg.ge) და კლიენტ ორგანიზაციებს 1 ნოემბრამდე სთავაზობს შრომის უსაფრთხოების შესახებ უფასო ექსპერტულ კონსულტაციას და 20%-იან ფასდაკლებას სრულ მომსახურებაზე.

„უსაფრთხო გარემოს“ სპეციალისტები დაეხმარებიან ალდაგის კლიენტ კომპანიებს, შეაფასონ კომპანიის შრომის უსაფრთხოების რისკები, მოამზადონ სამოქმედო გეგმა, გადაამზადონ თანამშრომლები და განახორციელონ ის ცვლილებები, რომლებიც საჭიროა უსაფრთხოების ნორმების სრულფასოვნად დასაკმაყოფილებლად. შეთავაზება ეხება ალდაგის ყველა პარტნიორ კომპანიას, რომელიც ამჟამად სარგებლობს ალდაგის ნებისმიერი კორპორატიული სადაზღვევო პროდუქტით. ასევე იმ კომპანიებს, რომლებიც მომავალში დაეზღვევიან ალდაგში.

„უსაფრთხო გარემო“ (Safe Environment) არის შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც დაარსდა 2018 წელს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ და რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს, სწორად და ეფექტურად დანერგონ კანონით გათვალისწინებული უსაფრთხოების სტანდარტები.

„კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ“ 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და ის ყველა სახის შრომით საქმიანობას შეეხო. კანონი სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს განსაზღვრავს, ასევე აღსრულებისა და ინსპექტირების სისტემას აყალიბებს. კონკრეტული სამოქმედო გეგმა კი, ინდუსტრიის სპეციფიკურ რისკებზე დაყრდნობით, კომპანიებმა შრომის უსაფრთხოების ექსპერტების დახმარებით უნდა შეადგინონ და შემდეგ მუდმივად აწარმოონ მონიტორინგი. სწორედ ამ მომსახურებას უზრუნველყოფს „უსაფრთხო გარემო“.

“ ალდაგის მიერ შეთავაზებული მომსახურება კომპანიებს ამ ცვლილებების სწორად და უმტკივნეულოდ დანერგვაში დაეხმარება. მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერების მიმართულებით ალდაგი მუშაობას აგრძელებს და მომდევნო ინიციატივებს საზოგადოებას მომავალში გააცნობს,“- განაცხადა ალდაგის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი