ავტორი:

ხაზარაძე ივანიშვილთან შეხვედრას იხსენებს - "შოთაძე აკვირდებოდა საუბარს და ბოლოს ჩუმად ჩაილაპარაკა, რომ აქ საკამათოს ვერაფერს ხედავდა"

ხაზარაძე ივანიშვილთან შეხვედრას იხსენებს - "შოთაძე აკვირდებოდა საუბარს და ბოლოს ჩუმად ჩაილაპარაკა, რომ აქ საკამათოს ვერაფერს ხედავდა"

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეხვედრას ვანო ჩხარტიშვილის გარდა, მაშინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა. მისი თქმით, შეხვედრაზე შოთაძის ხილვა მისთვის მოულოდნელი იყო.

ხაზარაძემ აღნიშნა, რომ სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ დაინახა თუ როგორ წყდებოდა ქვეყანაში საკითხები.

„შეხვედრა შედგა ბიძინა ივანიშვილის სახლში და როცა მივედით გაოგნებულები დავრჩით, რადგან შეხვედრას ესწრებოდა მოქმედი პროკურორი შოთაძე. ერთი მხრივ ძალიან მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, რადგან პრაქტიკულად მივიღეთ არაფორმალური შერიგების და რამე გარჩევის კი არა - მეგობრებო დასხედით, რა გაქვთ გასაყოფი, მოდი გავარჩიოთ, ვიმსჯელოთ და ა.შ. არამედ მივიღეთ ჰიბრიდი. ასეთ შეხვედრაზე არასდროს არ ვყოფილვარ. ჩვენ რომ დღემდე მოვედით, მოვედით მხოლოდ ორი ფაქტორის გამო - რომ არასდროს არ გვქონია გარიგება არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან, არასდროს არ დაგვიფინანსებია არცერთი პოლიტიკური პარტია, არ მიგვიღია არანაირ ასეთ გარჩევებში მონაწილეობა და თუ რამემ გადაგვარჩინა იყო ის, რომ ჩვენი აქციონერები ბოლო 20 წლის განმავლობაში იყვნენ ყოველთვის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. ყოველთვის იყო კრიტიკული ზღვარი ის, რომ თუ ძალიან შეგვეხებოდნენ, ეხებოდნენ არამარტო მამუკას და ბადრის ბიზნესს ან ჩემი პარტნიორების ბიზნესს, არამედ ეხებოდნენ ევრობანკს, ეხებოდნენ მსოფლიო ბანკის საფინანსო კორპორაციას რომელიც ჩვენი აქციონერი იყო და ეს იყო შემაკავებელი ფაქტორი“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მთავარ პროკურორს იმ შეხვედრაზე არ უსაუბრია და მხოლოდ ერთხელ ამოიღო ხმა.

„კიდევ კარგი რომ დაგვხვდა იქ შოთაძე. ამაზე მერე ვიფიქრე. რადგან ეს კაცი იურისტია, აკვირდებოდა ამ საუბარს და ბოლოს ძალიან ჩუმად ჩაილაპარაკა, რომ ვერაფერს ვერ ხედავდა ის აქ საერთოდ საკამათოს და საერთოდ თემას ვერ ხედავდა. იქიდან ძალიან დამძიმებული გამოვედი, რადგან დავინახე ქვეყანაში როგორ წყდება საკითხები. მოქმედი პროკურორი შენთან ერთად არჩევს ვინ არის მართალი და მტყუანი?! ეს აჩვენებს, რომ ქვეყანაში მოშლილია ინსტიტუციონალური მოწყობა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები