ავტორი:

13-15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, სავსემთვარეობა და რჩევები უახლოეს პერიოდზე - "შესაძლებელი გახდება ძველი ურთიერთობების აღდგენა"

13-15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, სავსემთვარეობა და რჩევები უახლოეს პერიოდზე - "შესაძლებელი გახდება ძველი ურთიერთობების აღდგენა"

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში უახლოესი პერიოდის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და ხვალ მოსალოდნელ სავსემთვარეობასთან დაკავშირებით რეკომენდაციებსაც გვაძლევს:

"პარასკევი, 13 სექტემბერი

მერკური-ვენერას შეერთება დიდი ხნის სასურველი ნივთების შეძენის, კარგი ფინანსური გარიგების გაფორმების საშუალებას იძლევა, ძალიან კარგი დღეა სიყვარულის ასახსნელად, ხელის სათხოვნად. ამ დღეს აგრეთვე ზუსტი ხდება მზისა და პლუტონის ტრინი რომელიც ენერგიითა და ენთუზიაზმით აგვავსებს. ეს ის დღეა, როდესაც მთების გადატრიალებაც კი შეგვიძლია. მშვენიერი პერიოდია ბიზნეს-წამოწყებებისათვის, ასევე იმ საკითხების გადასაჭრელად რომელიც ეხება ბანკებს, კრედიტებს, სესხებს, სადაზღვევო საქმეს, საბაჟოსთან ან სხვა მაკონტროლებელ ორგანოსთან ურთიერთობას. ეს დღე მიწის ნიშნების წარმომადგენლებს წაადგებათ ყველაზე მეტად.

შაბათი, 14 სექტემბერი

ეს დღე საკმაოდ დატვირთულია, თუმცა შაბათის ყველაზე გამოკვეთილი მოვლენა სავსემთვარეობაა, რომელიც თევზების 22°-ზე ხდება. მთვარე, რომელიც შეერთებულია ნეპტუნთან და ლილიტთან ოპოზიციაში მოდის მზისა და მარსის შეერთებასთან. ვერ ვიტყვი, რომ იოლი იქნება. მეტიც, საკმაოდ მტკივნეული შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის, ვინც განვლილი 1 თვის მანძილზე პლანეტარულ რიტმებს ყურს არ უგდებდა და გაფრთხილებებს ყურად არ იღებდა. ეს სავსემთვარეობა მათთვის ილუზიებიდან გამოფხიზლების ტოლფასი იქნება და ისინი დაინახავენ იმ შეცდომების საფასურს, რაც უახლოეს წარსულში დაუშვეს. ჯერ კიდევ პარასკევიდან შეიძლება, რომ ეს ენერგეტიკა ვიგრძნოთ და კვირასაც გადაჰყვეს. შესაძლოა სწორედ ამ დღეებში გახმაურდეს რაღაც არასახარბიელო საიდუმლო. შესაძლოა ეს აურზაური უშუალოდ თქვენ არ გეხებოდეთ, მაგრამ მიიღეთ როგორც მინიშნება და გადაავლეთ თვალი საკუთარ ცხოვრებას, თქვენ რა ჩონჩხებს მალავთ როგორც იტყვიან კარადაში. ეს სავსემთვარეობა გვაძლევს საშუალებას რაღაც შევცვალოთ, გავისუფთავოთ სულები, ასევე ამ დღეებში ეცადეთ დაიცვათ დიეტა, სჯობს იმარხულოთ, ილოცოთ. მაქსიმალურად მოერიდეთ ალკოჰოლს და თრობის სხვა საშუალებებს. იყავით ფხიზლად, რომ რაიმე თაღლითობაში არ გაებათ. ყველაზე კარგი თავდაცვის საშუალება იქნება თვითკონტროლი, ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების გააზრება.

შაბათს ასევე მერკური და ვენერა იცვლიან ნიშანს და სასწორში გადადიან, მერკური აქ 3 ოქტომბრამდე, ვენერა კი - 8-მდე გაჩერდება. ეს ინგრსია ადამიანებს უფრო მეტად დიპლომატიურებს და კეთილმოსურნეებს გაგვხდის, გაიზრდება ჩვენი მოთხოვნიელება უფრო ახლო და თბილ კონტაქტებზე. თუმცა სალონური საუბრებიც საკმაოდ აქტიური იქნება და ხანდახან მოჩვენებითი ელიტურობაც. მთელი ეს პერიოდი ხელსაყრელი დროა საქმიანი თუ პარტნიორული კონტაქტების დასამყარებლად, ახალი ძალზე სასიამოვნო ადამიანების გასაცნობად, გარდა ამისა, შესაძლებელი გახდება ძველი ურთიერთობების აღდგენაც და გაფუჭებილის გამოსწორებაც. რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინებაც, აუცილებელ კომპრომისებზე წასვლაც. უნდა გავიაზროთ, რომ არ შეიძლება ეგოისტურად, მხოლოდ საკუთარ თავზე იზრუნო...

არ დაგვავიწყდეს, შაბათს ასევე მარსი - ნეპტუნის ოპოზიციაა, მარსი ქალწულის ნიშანს სტუმრობს და ამის წყალობით უფრო მეტი პრაქტიკულობა, ლოგიკა და რეალობის სწორი შეფასებები უნდა იყოს ჩვენს ქმედებებში გამოკვეთილი. თუმცა ამ პრაქტიციზმს გარკვეულზილად შესაძლოა მისი და ნეპტუნის ოპოზიციამ შეუშალოს ხელი, რადგან ის თავის მხრივ, ცოტა არ იყოს, ოცნებებში გადავარდნისაკენ და ფაქტების არაობიექტური შეფასებებისაკენ გვიბიძგებს. ეცადეთ ზედმეტად არ აყვეთ ფუჭ მეოცნებეობას, აღიჭურვეთ მეტი ქალწულური პრაქტიციზმით და ყველაფერი კარგად იქნება!

კვირის ბოლო დღე 15 სექტემბერი ასტრომოვლენების გარეშე ჩაივლის. მთვარე კლების ფაზაშია გადასული და ენერგიის დაზოგვა გვმართებს ჩვენც.

***

ასტროლოგიაში გვაქვს ასეთი ტერმინი რეტროგრადულობა. ეს არის პლანეტის ისეთი მოძრაობა, რომელიც დედამიწიდან დამკვირვებლის თვალით უკუსვლად ანუ მისი ჩვეულებრივი მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოდ აღიქმება. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ვთქვით, ეს უკუსვლა მხოლოდ ოპტიკური ილუზიაა დამკვირვლებისთვის, ის მაინც საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე.

ყველა პლანეტას გარდა მზისა და მთვარისა, რომლებიც ფაქტობრივად მნათობები არიან, აქვთ ასეი რეტროგრადულობის პერიოდები. ამჯერად სატურნზე ვისაუბრებთ. რადგან ის მაისის თვიდან მოყოლებული რეტროგრადული იყო და ახლა, 18-ში თავის სწორ სვლაგეზს უბრუნდება.

თუმცა 14 რიცხვიდან მოყოლებული უახლოესი დღეების განმავლობაში სატურნი სტატიკური იქნება, ანუ შემობრუნებამდე სიჩქარეს დააგდებს და სვლას შეაჩერებს. სატურნს ასტროლოგები სოციალურ პლანეტათა ჯგუფს მივაკუთვნებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ პირად ცხოვრებაზე ეს მოვლენა ნაკლებ ზეგავლენას მოახდენს, სამაგიეროდ, ჩვენი ყოფის სოციალურ პირობებზე უფრო აისახება. ანუ გლობალური დატვირთვა უფრო მეტია.

რა საკითხები შეფერხდებიან სატურნის საბოლოო დირექტულობაზე გადასვლამდე, ანუ 18 სექტემბრამდე?

პირველ ყოვლისა, მინდა გაიხსენოთ - რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში. აპრილის ბოლოს - მაისის პირველ რიცხვებში, რადგან ეს ის დროა, როდესაც სატურნი რეტროგრადულობაში გადადიოდა, ამიტომ შესაძლოა იმ პერიოდის ამბებმა შეგახსენოთ ახლა თავი.

სტატიკური სატურნის დროს არაა მიზანშეწონილი საკანონმდებლო ცვლილებების გატარება, რადგან მიიჩნევა, რომ ახალი კანონები რეალურ ძალას ვერ შეიძენენ და მხოლოდ ფურცელზე დაწერილად დარჩებიან. წარუმატებელი იქნება ამ დროს დაწყებული ბიზნესი, განსაკუთრებით თუ საქმე რემონტს ან მშენებლობას ეხება. უშედეგოდ დარჩება ჩვენი მცდელობები მივაღწიოთ სამართალს. არასახარბიელო დღეებია საცხოვრებლის და სამსახურის შესაცვლელად, კარიერა სერიოზულად დაპაუზებულია.

სამაგიეროდ, კარგი პერიოდია ქორწინებისათვის. ასეთ დღეებში გაფორმებული კავშირები, შეიძლება ითქვას, რომ ურყევია. რასაკვირველია, თუ თქვენი პირადი ჰოროსკოპიც უწყობს ამას ხელს.

18 რიცხვის მერეც არ ღირს დაუფიქრებელი და ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება. სატურნი ძალიან ნელი პლანეტაა, და სიჩქარის ასაკრეფად საკმაო დრო სჭირდება. მითუმეტეს, რომ ის ახლა თხის რქის ნიშანს გადის, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს ყველა ქმედებაში სატურნიანული თვისებების გამოვლენის აუცილებლობას - ანუ პრაგმატულობასა და დისციპლინირებულობას, კანონის ჩარჩოებში მოქმედებას.

სიჩქარე არ ღირს, მაგრამ მეორეს მხრივ, არც უმოქმედობა უყვარს სატურნს. ის მკაცრი გამომცდელივით გვიწყობს ჩამჭრელ გამოცდებს, მაგრამ ამას ბორიტი ზრახვით სულაც არ აკეთებს, პირიქით, გულის სიღრმეში ამ დიდ მასწავლებელს ძალიან სურს დარწმუნდეს, რომ ჩვენ რეალურად ვართ შექებისა და დამსახურებული ჯილდოს ღირსები. მას უყვარს ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სირთულეების გადალახვა, ჯიუტად და შეუპოვრად შრომა, მიზნის მისაღწევად ბრძოლა და სწორ დროს სწორი გადაწყვეტილებების მიღება.

არ დაგავიწყდეთ, სატურნი ბეჭდების მბრძანებელია და მისი საჩუქრები შესაძლოა თქვენს წარმოსახვასაც კი აღემატებოდეს

მოდით კიდევ ერთხელ და უფრო ვრცლად გავიხსენოთ ის სფეროები, რომელსაც სატურნი განაგებს - ჩვენი სხეული. ეს გახლავთ მშენებლობა, სამთო საქმე, მადანის მოპოვება, უძრავი ქონება, სხვადასხვა სახის კონსტრუქციები, მათ შორის ჩვენი საკუთარი ძვლოვანი სისტემა, რომელსაც ეყრდნობა ჩვენი სხეული. თუ თქვენ ამ სფეროებიდან რომელიმე გეკუთვნით, და ბოლო თვეების მანძილზე საქმე შეფერხებებით მიგდიოდათ, ახლა ყველაფერი მალე თავის კალაპოტში ჩადგება:

დირექტულ სატურნზე (18 რიცხვის მერე) ძალიან კარგია არა მხოლოდ მშენებლობის ან რემონტის დაწყება, არამედ ტყავის ნაწარმის შეძენაც. აგრეთვე ნატურალური ქვების ყიდვაც სწორედ ამ პერიოდიდანაა უკეთესი. ასევე სინსვლითი სატურნის დროს უმჯობესია ისეთი საოჯახო ნივთების შეძენაც, რომლებიც დიდი ხანი გინდათ რომ გქონდეთ ხმარებაში.

ერთი კიდევ რაც მინდა აქვე ავღნიშნო, რომ ეს ასევე ძალზე შესაფერისი დროა ნებისყოფის და კონცენტრაციის უნარის გამომუშავებისთვის, იმისთვის რომ გავხდეთ უფრო მომთმენები, დიციპლინირებულები, თუნდაც უფრო პუნქტუალურები. ყველაფერ ამასაც სატურნი განაგებს.

სატურნი დირექტული იქნება მომავალი წლის მაისამდე. ამ ხნის განმავლობაში რაღაც რაღაცეების ახლებურად რეორგანიზება შეიძლება მოგვიწიოს, ყოველ შემთხვევაში, ძველი თემებიდან რაღაც საკითხები დაიხურება და წარსულს ჩაბარდება. წინ წამოიწევს კარიერული, პროფესიული განვითარების აუცილებლობა, თუმცა საამისოდ თავდაუზოგავი შრომა იქნება საჭირო.

და ბოლოს, ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ ყველაფერი რაზედაც ვისაუბრე, ეხებათ მათ, ვისაც პირად რუკაში ეს პლანეტა დირექტული ჰყავთ. რეტროგრადული სატურნიანელების მომდევნო შანსები კი 2020 წლის მაისიდან ჩაირთვება და სექტემბრის დასასრულამდე გასტანს".

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ