ავტორი:

ქუთაისში პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც ახალგაზრდა ქალს, სავარაუდოდ, გაუპატიურების მიზნით თავს დაესხა

ქუთაისში პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც ახალგაზრდა ქალს, სავარაუდოდ, გაუპატიურების მიზნით თავს დაესხა

ქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე, ახალგაზრდა ქალს თავს მამაკაცი დაესხა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ქალს სახლში შეუვარდა და სავარაუდოდ, მისი გაუპატიურება სცადა. მათივე ინფორმაციით, ქალმა პატრულის გამოძახება მოასწრო.

ადგილზე მალევე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები. შემთხვევა წუხელ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 19-137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს. დაკავებულია ერთი მამაკაცი. გრძელდება გამოძიება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ