ავტორი:

საქართველოს ყველაზე სწრაფად მზარდი და ინოვაციური უნივერსიტეტი 3 წლის გახდა

საქართველოს ყველაზე სწრაფად მზარდი და ინოვაციური უნივერსიტეტი 3 წლის გახდა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი პროექტ "სილიკონ ველი თბილისის’’ ფარგლებში 2016 წლის 16 სექტემბერს დაარსდა. სამი წლის განმავლობაში უნივერსიტეტში არაერთი პროექტი განხორციელდა, რომლებმაც სტუდენტების ჩართულობა და აბიტურიენტების დაინტერესება კიდევ უფრო გაზარდა.

პირველ წელს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 900–მდე სტუდენტი ჩაირიცხა, სამი წლის შემდეგ ეს რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად BTU–ს 1250-მდე სტუდენტი შეუერთდა. ამიტომ, შეიძლება ითქვას, BTU საქართველოს ყველაზე სწრაფად მზარდი უნივერსიტეტია, რომელიც ყოველწლიურად, სწავლების სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორატურა), სტუდენტების სულ უფრო და უფრო დიდ რაოდენობას იღებს.

დღეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს 3000-მდე სტუდენტი, 200–ზე მეტი აკადემიური პერსონალი და 150–ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაცია აერთიანებს.

რა განაპირობებს სტუდენტების ყოველწლიურად მზარდ რაოდენობას BTU–ში?

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ერთდროულად ორ სპეციალობას დაეუფლონ. მაგალითად, სტუდენტს, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით სწავლობს, შეუძლია, დაეუფლოს დამატებით, მეორად სპეციალობას მენეჯმენტის მიმართულებით და პირიქით. ასე რომ, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სტუდენტის დიპლომში ორი პროფესიაა მითითებული, რაც დასაქმებისა და ახალი გამოცდილების მიღების დამატებით საშუალებას იძლევა.

სხვა უპირატესობებთან ერთად, რომელიც BTU-ს გააჩნია, განსაკუთრებით აღსანიშნავია „დაასაქმე სმარტსტუდენტი“ -ის პროექტი.

პროექტი, „სმარტსტუდენტი“, სტუდენტებს დასაქმების უნიკალურ საშუალებას სთავაზობს. პროექტის ფარგლებში, მსოფლიოს წამყვანი ბრენდები ტექნოლოგიების და ბიზნესის მიმართულებით ავსებენ გუნდს ახალი, სხარტი და ინოვაციური იდეების მქონე სტუდენტებით. უნივერსიტეტი სტუდენტებს თავად სთავაზობს ექსკლუზიურ ვაკანსიებს, რომლებიც დასაქმების არცერთ საიტზე არ არის ხელმისაწვდომი. სტუდენტები სხვადასხვა დეპარტამენტებში საქმდებიან: მენეჯმენტი, ფინანსები, მარკეტინგი, ოპერაციები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ლოჯისტიკა, ადმინისტრაცია და სხვა. კომპანიები ითვალისწინებენ სტუდენტების სწავლის განრიგს, ასე რომ, დასაქმებულ ახალგაზრდას დროის სწორად გადანაწილებისთვის მაქსიმალური შესაძლებლობა ეძლევა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი პირველივე სემესტრში სწავლობს მეწარმეობის საგანს, რომელიც სტუდენტს სტარტაპ იდეის გენერირებიდან კომერციალიზაციამდე მიყვანაში ეხმარება. საინტერესო სტარტაპ იდეის მქონე სტუდენტებისთვის, უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სილიკონ ველი თბილისის სამუშაო სივრცე, დაკომპლექტებული ბიზნეს ტრენერებით, კონსულტანტებითა და მენტორებით. წლის ბოლოს იმართება სტარტაპების დემო დღე, რომელსაც ინვესტორები და ფონდების წარმომადგენლები და პარტნიორი ორგანიზაციები ესწრებიან. ისინი ისმენენ სტუდენტების მიერ მომზადებულ პროექტებს და საუკეთესოებს აფინანსებენ. დღეისათვის BTU–ს სტუდენტების მიერ შექმნილი 30–მდე სტარტაპი არსებობს, რომლებიც ინოვაციურ იდეებს ემყარება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი დაკომპლექტებულია მსოფლიოს წამყვანი, მაღალრეიტინგული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებით, საქართველოში არსებული უმსხვილესი ორგანიზაციების ტოპ მენეჯმენტით, რაც შესაძლებლობას აძლევს უნივერსიტეტს, რომ გადასცენ სტუდენტებს მეტი ცოდნა და გამოცდილება. უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი შედგება განათლების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან, რომელთაც უწყვეტი კომუნიკაცია აქვთ აბიტურიენტებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან.

ახალ სასწავლო წელს BTU სტუდენტებს ახალ პროექტებსაც სთავაზობს, რომელთა შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

სწორედ ზემოჩამოთვლილი მიზეზების გამო ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ყოველწლიურად სტუდენტების მზარდ რაოდენობას იღებს და უკვე სამი წელია ინარჩუნებს ქვეყნის ყველაზე ინოვაციური უნივერსიტეტის სტატუსს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი