ავტორი:

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით ასპინძაში მამაკაცი გარდაიცვალა

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით ასპინძაში მამაკაცი გარდაიცვალა

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით, ასპინძაში მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა დაუდასტურა.

მისივე თქმით, ყირიმ-კონგოს ვირუსით გამოწვეული დაავადება ენდემურია და მსგავსი შემთხვევები ყოველ წელს გვხვდება.

„ყირიმ-კონგოს ვირუსით გამოწვეული დაავადება საქართველოსთვის ენდემურია და ყოველ წელს გვხვდება. სამწუხაროდ, არის უმძიმესი დაავადება და ზოგ შემთხვევაში, მთავრდება ასეთი ლეტალური შედეგით. მსგავსი შემთხვევები წელსაც გვაქვს და გასულ წლებშიც გვქონდა. 2009 წიდან საქართველოს აქვს საშუალება დასვას ამ დაავადების დიაგნოზი“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი 13 სექტემბერს გარდაიცვალა.

ამასთან, მედიკოსების ცნობით, ადამიანებში დაავადება ვლინდება დაავადებულ ტკიპასთან კონტაქტის შემდეგ 1-9 დღეში, ასევე დაინფიცირებულ სისხლთან ან ქსოვილთან კონტაქტის შედეგად 3-14 დღეში (ცხოველის დაკვლის დროს). დაავადების შემთხვევები, ძირითადად, აღინიშნება გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე, რადგან ამ პერიოდში აქტიურდებიან დაავადების გადამტანი ტკიპები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი