ავტორი:

"დამიწყო ძველბიჭობა, ადრე გეძველბიჭა - ტუტუცი, ნაგავი!"- მამუკა მდინარაძე და გიგა ბოკერია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

"დამიწყო ძველბიჭობა, ადრე გეძველბიჭა - ტუტუცი, ნაგავი!"- მამუკა მდინარაძე და გიგა ბოკერია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დაუპირისპირდნენ. დეპუტატებმა ერთმანეთს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართეს.

მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს „ტუტუცი“, ნაგავი“ მას შემდეგ უწოდა, რაც ბოკერიამ მას ასე მიმართა: "ნუ უზრდელობ. თითის ქნევასაც მიიღებ და მშობლების ცუდად მოხსენიებასაც".

"აყვა ბიჭი და დამიწყო აქ ძველბიჭობა. ადრე გეძველბიჭა,"- მიმართა მამუკა მდინარაძემ ბოკერიას.

დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც გიგა ბოკერიამ დეპუტატ შოთა ხაბარელის მიერ მისთვის დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა სცადა. სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ბოკერიას ჰკითხა, არის თუ არა სპორტის სფეროში არსებული მიღწევები მთავრობის დამსახურება. როგორც ბოკერიამ კითხვის პასუხად განაცხადა, ეს მთავრობის დამსახურება არ არის. მისივე თქმით, ეს თავად სპორტსმენების დამსახურებაა, რაზეც მამუკა მდიმარაძემ მას მიუთითა, რომ კითხვაზე მოკლედ ეპასუხა: კი ან არა.

LIVE: 360 გრადუსი - დეკანოზი საბა ჭიკაიძე, ეკა ბესელია, ირაკლი მეზურნიშვილი

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - დღის მნიშვნელოვანი ამბები, ინტერპრეტაციის გარეშე

"მიკვირს... კოკა ყანდიაშვილი "ქართული ოცნების" ოფისში არაერთხელ მყავს ნანახი" - დიმიტრი ცქიტიშვილი მდინარაძის განცხადებაზე