ავტორი:

გამომცემლობა „პალიტრა L“ რამაზ გიგაურის წიგნს - „წარმატების 365 გასაღები“ სამუშაო წიგნის სახით გამოსცემს

გამომცემლობა „პალიტრა L“ რამაზ გიგაურის წიგნს - „წარმატების 365 გასაღები“ სამუშაო წიგნის სახით გამოსცემს

გამომცემლობა „პალიტრა L“ რამაზ გიგაურის წიგნს - „წარმატების 365 გასაღები“ სამუშაო წიგნის სახით გამოსცემს. წიგნი თვეში ერთხელ გამოვა და სულ 12 ნაწილს გააერთიანებს.

მკითხველი პირველი ნაწილის შეძენას 26 სექტემბერიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად შეძლებს. თითოეულ გამოცემაში 30 გასაღები იქნება თავმოყრილი.

„წარმატების 365 გასაღები“ არის იმის შესახებ, თუ როგორ შევიცვალოთ უკეთესობისკენ, მივაღწიოთ წარმატებას, ავისრულოთ ოცნებები, მივაღწიოთ ჰარმონიას ადამიანებთან ურთიერთობებსა და პირად ცხოვრებაში და რაც ყველაზე მთავარია, გავხდეთ ბედნიერი.

შეგახსნებეთ, რომ „წარმატების 365 გასაღები“ პირველად 2014 წელს გამოვიდა და მან თავიდანვე შეძლო მკითხველის ყურადღების მიქცევა.

როგორც წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური აცხადებს, ამჯერად წიგნი სამუშაო რვეულის სახით გამოვა, სადაც ბევრი პრაქტიკული სავარჯიშო, ყოველდღიური რეკომენდაციები, ანტისტრესები და ცნობილთა გამონათქვამები იქნება თავმოყრილი.

„შემთხვევა შემთხვევით არ ხდება" - სწორედ ეს გახლავთ წიგნის მთავარი პათოსი, შესაბამისად 365 გასაღებიც მიგვანიშნებს იმაზე, რომ წელიწადის ყოველი დღე წარმატების მიღწევის უდიდესი შანსია.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს