ავტორი:

რუსი მაღალჩინოსანი, შესაძლოა, ნავთობის აბაზანაში გადაღებული ფოტოების გამო გაათავისუფლონ

რუსი მაღალჩინოსანი, შესაძლოა, ნავთობის აბაზანაში გადაღებული ფოტოების გამო გაათავისუფლონ

რუსი მაღალჩინოსანი სკანდალში გაეხვა. ულიანოვსკელმა ქალმა თანამდებობა, შესაძლოა, შვებულების დროს გადაღებული ფოტოსესიის გამო დატოვოს.

რუსული მედიის ინფორმაციით, IT კორპორაციის ხელმძღვანელი სვეტლანა ოპენიშევა სოციალურ ქსელებში ყოველთვის გულახდილი იყო, საკუთარ გვერდზე მხოლოდ სამსახურთან დაკავშირებულ პოსტებს არ აზიარებს.

ბოლო შვებულების დროს აზერბაიჯანში გადაღებული სურათები კი, რომელიც „ინსტაგრამზე“ გააზიარა, მისი კარიერისთვის, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს. ოპნიშევა ფოტოებზე ნავთობის აბაზანაში პოზირებს. ამ მომსახურებას სტუმრებს სასტუმრო სთავაზობს, სადაც რუსი მაღალჩინოსანი შვებულებას ატარებს.

ულიანოვსკის ოლქის გუბერნატორმა სერგეი მოროზოვმა მოითხოვა, სამართალდამცველებმა IT კორპორაციის ხელმძღვანელის საქმე შეისწავლონ.

„ბევრს აქვს საშუალება, შვებულება საზღვარგარეთ გაატაროს, თუმცა როდესაც ქალბატონი ოპენიშევას დასვენების ამსახველი ფოტოები ვნახე, გადავწყვიტე, მისი საქმის მოკვლევა დაწყებულიყო. უფრო მოკრძალებულად უნდა ვცხოვრობდეთ,“ - აღნიშნა გუბერნატორმა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ მოროზოვი კორპორაციის ხელმძღვანელს თანამდებობიდან გათავისუფლებით დაემუქრა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე