ავტორი:

როგორი ფეხსაცმელი უნდა ატაროთ ვენების პრობლემებისგან თავის დასაცავად - სისხლძარღვების ქირურგის საჭირო რჩევები

როგორი ფეხსაცმელი უნდა ატაროთ ვენების პრობლემებისგან თავის დასაცავად - სისხლძარღვების ქირურგის საჭირო რჩევები

ვენური დაავადებები და პრობლემები, რომელიც ადამიანების დიდ ნაწილს აწუხებს, შეიძლება ითქვას 21-ე საუკუნის ეპიდემიად იქცა. თითქმის ყველა მეორე დასაქმებულ ადამიანს ფეხების შეშუპება და ვენური პრობლემები აწუხებთ. რა უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს და როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან სერიოზული პრობლემები, ამ თემაზე სისხლძარღვების ქირურგი, მარიამ გრძელიძე საუბრობს:

- მარიამ, რა ასაკიდან აწუხებთ ქალებს ვენები?

- ამ ტიპის დაავადებებს ასაკი არ აქვს. ვენურ დაავადებებთან დაკავშირებული სიმპტომები შეიძლება ჰქონდეს როგორც 16 წლის ასევე 80 წლის ადამიანსაც.

- მიზეზები შეიძლება იყოს თუ არა, ორსულობა-მშობიარობა, ჭარბი წონა, მემკვიდრეობითი მიდრეკილება...

- ქრონიკული ვენური დაავადებების წარმოშობის ერთი დადგენილი მიზეზი არ არსებობს, რაც შეეხება სიმპტომებს, მათი დაწყების ან გამწვავების პროვოცირება შეიძლება მოახდინოს ყველა ზემოთჩამოთვლილმა ფაქტორმა.

- პირველი სიმპტომების შესახებ რომ გვითხრათ, სანამ ვენები ხილვადი გახდება, შეიძლება თუ არა, ჰქონდეს ადამიანს ვენების პრობლემა და ვიზუალურად არ ეტყობოდეს?

- ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სიმძიმე ქვემო კიდურებში, ე.წ. „მოუსვენარი ფეხების“ სინდრომი, ღამით წვივის კუნთების კრუნჩხვები, წვივების შეშუპება დღის ბოლოს და ამავე დროს კანქვეშა ვენური ქსელი არ იყოს გამოხატული.

- საუკეთესო პრევენცია რა შეიძლება იყოს ვენების პრობლემებისგან დასაცავად?

- თავისუფალი და არამოჭერილი ტანსაცმელი და ფეხაცმელი, ზომიერი ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება და წონის კონტროლი. დიდხანს ფეხზე დგომა ან ჯდომა მაქსიმალურად უნდა იქნას არიდებული.

- კაცები რამდენად არიან რისკის ქვეშ, თუ აქვთ ქალებისგან განსხვავებული სიმპტომები?

- მიუხედავად იმისა, რომ მიღებულია შეხედულება, რომ ქალებს უფრო ხშირად აღენიშნებათ ქრონიკული ვენური დაავადებები, მამაკაცებშიც საკმაოდ ხშირია და სიმპტომებს რაც შეეხება, განსხვავება პრაქტიკულად არ არის...წაიკითხეთ სრულად

"ჩემი მშობლები კარგად შეხვდნენ ამ ამბავს, ჩემი მეუღლე ხასიათით ძალიან ჰგავს ქართველს" - რას ყვება ინდოეთში გთხოვილი ქართველი გოგო?

"რა გაუკეთა" და "რა გაუფუჭა" ბატონმა დავით სერგეენკომ ქართულ მედიცინას?" - ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი სერგეენკოს წინააღმდეგ

ქართველმა დიზაინერმა, ძალადობის მსხვერპლ ქალთა დასახმარებლად, დიპლომატები, პოლიტიკოსები და შოუბიზნესის წარმომადგენლები გააერთიანა