ავტორი:

რუსთავში 19 წლის გოგონა ცხვირის ოპერაციამდე, ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა

რუსთავში 19 წლის გოგონა ცხვირის ოპერაციამდე, ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 19 წლის გოგონა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ცხვირის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, თუმცა ის ოპერაციის დაწყებამდე დაიღუპა.

ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ გულის გაჩერება ნარკოზმა გამოიწვია.

ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

"ინფო რუსთავთან" საუბრისას გოგონას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პაციენტს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია და ოპერაციას ძგიდის გასასწორებლად იკეთებდა:

"ბავშვი მოგვიკლეს! ცხვირის ძგიდის პრობლემა ჰქონდა, ვერ სუნთქავდა და ამისთვის მოვიდა აქ, ჯერ ოპერაციაც არ დაწყებულა და ნარკოზში მოკლეს ბავშვი! ალბათ დიდი დოზა მისცეს..." - ამბობს გარდაცვლილი ნათესავი.

"მოვედით დილით, სინჯი გაუკეთეს 15 წუთი ელოდნენ, მერე შეიყვანეს საოპერაციოში ჩვეულებრივად... ველოდებოდით და ცოტა ხანში ალიაქოთი ატყდა, გარბოდნენ... ჩემმა სიძემ გაიგო, ვიღაცას გული გაუჩერდაო, მაგრამ სახელი და გვარი არ ვიცოდით... ისეთი უმნიშვნელო ოპერაცია იყო, ამას როგორ ვიფიქრებდით. პალატაში რომ შეგვყავდა, ექიმთან იხუმრა კიდეც ჩემმა საცოლემ - ხომ გადავრჩებიო და გადასარჩენი რა გჭირსო, უპასუხეს, ისეთი არაფერი არისო. პასუხისგებაში უნდა მიეცეს ექიმი, როგორც წესია!" - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას გარდაცვლილი გოგონას შეყვარებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

დიღმის მასივში, "ნიკორას" თანამშრომელი დაჭრეს

მკვლელობა ნატანებში - 60 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლული ნახეს

რუსთავში 12 წლის მოზარდი საცხოვრებელი სახლის აივნიდან გადავარდა