ავტორი:

„წარმატების 365 გასაღები“ უკვე თქვენს ხელშია - წიგნი, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის

„წარმატების 365 გასაღები“ უკვე თქვენს ხელშია - წიგნი, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის

გამომცემლობა „პალიტრა L“ რამაზ გიგაურის წიგნს „წარმატების 365 გასაღები“ სამუშაო წიგნის სახით გამოსცემს. წიგნი თვეში ერთხელ გამოვა და სულ 12 ნაწილს გააერთიანებს. თითოეულ გამოცემაში 30 გასაღები იქნება თავმოყრილი.

„წარმატების 365 გასაღები“ არის იმის შესახებ, თუ როგორ შევიცვალოთ უკეთესობისკენ, მივაღწიოთ წარმატებას, ავისრულოთ ოცნებები, მივაღწიოთ ჰარმონიას ადამიანებთან ურთიერთობებსა და პირად ცხოვრებაში და რაც ყველაზე მთავარია, გავხდეთ ბედნიერი.

შეგახსნებეთ, რომ „წარმატების 365 გასაღები“ პირველად 2014 წელს გამოვიდა და მან თავიდანვე შეძლო მკითხველის ყურადღების მიქცევა. ამჯერად, წიგნი სხვა ფორმატით, სამუშაო დღიურის ფორმით და 12 ნაწილად, ყოველ თვე გამოვა. მკითხველი პირველი ნაწილის შეძენას 26 სექტემბერიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად შეძლებს.

„შემთხვევა შემთხვევით არ ხდება" - სწორედ ეს გახლავთ წიგნის მთავარი პათოსი, შესაბამისად 365 გასაღებიც მიგვანიშნებს იმაზე, რომ წელიწადის ყოველი დღე წარმატების მიღწევის უდიდესი შანსია.

წიგნზე უფრო დეტალურად სასაუბროდ კი მის ავტორს, მწერალ რამაზ გიგაურს მივმართეთ. როგორც გიგაური აცხადებს, ამჯერად, წიგნში ბევრი პრაქტიკული სავარჯიშო, ყოველდღიური რეკომენდაციები, ანტისტრესები და ცნობილთა გამონათქვამები იქნება თავმოყრილი.

რა არის წიგნის მთავარი არსი და რატომ არის ის თანამედროვე ადამიანებსითვის საინტერესო?

„წარმატების 365 გასაღების სამუშაო წიგნის არსი სწორედ ის არის, რომ ადამიანს პრაქტიკულად დაეხმაროს. უკანასკნელ წლებში, ზოგადად, ძალიან ბევრი ინფორმაციაა გასულ პერიოდთან შედარებით. სწორედ ამიტომ, ადამიანს უკვე უჭირს იპოვოს ის ნამდვილი და ღირებული ინფორმაცია, რომელიც პრაქტიკულად დაეხმარება მას. ინფორმაციის ამხელა ზღვაში ადამიანი ვერ ახერხებს კონცენტრირდეს. როგორც ფიზიკოსები ამბობენ, დრო აჩქარდა. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, მკითხველი შეძლებს, რომ საკუთარ მიზნებში გაერკვეს; შეძლებს იმ ყველაფრის „ჩამოკრისტალებას“, რაც ადამიანის გონებაშია.

როგორ უნდა გამოიყენოს მკითხველმა წიგნიდან მიღებული ინფორმაცია?

მკითხველმა შეიძლება აიღოს ერთი გასაღები და იმ გასაღებში მოყვანილი პრაქტიკული სავარჯიშო, რომელიც ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების საშუალებას აძლევს მას. ეს ერთი გასაღები კი გახდეს თვითონ პიროვნების შეცვლის და მისი ცხოვრების შეცვლის საფუძველი.

რით განსხვავდება წიგნის ახალი გამოცემა მისი პირველი ვარიანტისგან?

ძველი გამოცემა იყო ჩვეულებრივი წიგნი. ახალ გამოცემაში კი ადამიანებს საშუალება ექნებათ, თვითონ ჩაწერონ და ჩახატონ. ეს გახდება მათი ცხოვრების თანამგზავრი. ეს, ფაქტობრივად, საქმიანი დღიურია საქმიანი ადამიანებისთვის. შეგვიძლია, ჩვენი საიდუმლოებები, მიზნებიც ჩავწეროთ. გამოცემას აქვს ორგანაიზერის ფორმა, მაგრამ ეს არ არის მარტო ორგანაიზერი. მასში მოცემულია ძალიან ძვირფასი ინფორმაცია, რომელიც ჩვენს ინფორმაციის საუკუნეში მეტად ფასობს. მისი საშუალებით, თეორიას და პრაქტიკას ერთად ვიღებთ. ეს წიგნი ამბობს, რომ ადამიანი თვითონ ქმნის თავის ბედს და ამის შეცვლა მას ყოვლედღე შეუძლია, წელიწადში 365 დღის განმავლობაში.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა