ავტორი:

რა ქონებას ფლობს დავით ნარმანია, რომელიც სემეკ-ის თავმჯდომარე გახდა

რა ქონებას ფლობს დავით ნარმანია, რომელიც სემეკ-ის თავმჯდომარე გახდა

პარლამენტს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა.

სემეკ-ის თავმჯდომარის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა. შეგახსენებთ, რომ სემეკ-ის წინა თავმჯდომარეს ირინა მილორავას უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ამოეწურა.

ცნობისთვის, დავით ნარმანია 2014 - 2017 წლებში თბილისის მერის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2017 წლის 22 დეკემბერს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად დაინიშნა.

2019 წლის 5 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, დავით ნარმანიას შემოსავალმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრობისას (სემეკი) 2018 წელს 127 360 ლარი შეადგინა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორობისას მისმა წლიურმა შემოსავალმა 17 280 ლარი; ტექნიკურ უნივერსიტეტში დოქტორანტების სამეცნიერო ხელმძღვანელოსას კი - 6 110 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება მის უძრავ-მოძრავ ქონებას, ნარმანიამ 2018 წელს თბილისში 1 500 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი შეიძინა, რაშიც 180 000 დოლარი გადაიხადა. ის ასევე ფლობს 97 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში და 3 415 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს ზუგდიდში, სოფელ კოკში.

დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს ასევე შპს „ნარმანია, რისერჩ ენდ კონსალტინგის“ 50%-იან წილს, თუმცა, მისი საქმიანობით გასულ წელს შემოსავალი არ მიუღია. მასვე, დეკლარაციის მიხედვით, 60 ათასი ლარისა და 50 ათასი დოლარის ოდენობის სესხი ჰქონდა, რომლის შედეგადაც მისმა გასავალმა 8 556,21 დოლარი შეადგინა. წაიკითხეთ სრულად

"როგორ შეიძლება, ორი კვირა მუსიკალური ფლეიერის ყიდვა ვერ მოვითმინოთ?" - პრემიერი ე.წ. "დელივერის სერვისის" აკრძალვაზე

"არანაირი ნებართვა არ სჭირდება იმას, რომ რეისი განახორციელო ევროპის ქვეყნიდან საქართველოში" - გახარია

"ვინც უარს იტყვის სახელმწიფო მხარდაჭერაზე და კომუნალურებს თავად გადაიხდის, დაზოგავს საბიუჯეტო სახსრებს" - ნარმანია