ავტორი:

BTU-ში საბანკო აკადემია „ბაზისბანკთან“ პარტნიორობით იხსნება

BTU-ში საბანკო აკადემია „ბაზისბანკთან“ პარტნიორობით იხსნება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საბანკო აკადემია იხსნება. აკადემია არაერთ საინტერესო ტრენინგს მოიცავს. მათ შორის: საბანკო ბიზნესის პერსპექტივები, როგორ ვმართოთ ბანკი საქართველოში? სადაზღვევო ბიზნესი და მისი თანაარსებობა საბანკო ბიზნესთან, კორპორატიული საბანკო მომსახურება, ბიზნეს სესხის დამუშავების / ანალიზის პროცესი, საცალო სეგმენტი საბანკო ბიზნესში, როგორ მივაწვდინოთ ხმა მომხმარებელს? სახაზინო ოპერაციები, სავალუტო პოზიციის მართვა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან სახსრების მოზიდვის პროცესი, ინფორმაციული უსაფრთხოება, IT პროექტების მართვა, მოლაპარაკებები ვენდორებთან და ფინანსებთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

აკადემიაში სწავლა ფინანსებითა და საბანკო საქმით დაინტერესებულ სტუდენტებს უფასოდ შეეძლებათ.

ბაზისბანკთან თანამშრომლობა გულისხმობს, რომ სტუდენტებს ტრენინგებს ბანკის ტოპმენეჯერები ჩაუტარებენ. კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცემათ.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დეკანი ნინო ენუქიძე განმარტავს, მათთვის სფეროს წამყვან კომპანიებთან თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობის სტუდენტების სასიკეთოდ გამოყენება მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია „ბაზისბანკთან“ თანამშრომლობის დაწყება და საბანკო აკადემიის შექმნაც.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი